13. 02. 2019

რჩევები მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად სურს სამზარეულოში რემონტის გაკეთება

სირთულის მიხედვით ყველაზე რთული ბინაში სამზარეულოს რემონტია. თუ გაზქურა, ონკანი და სამუშაო მაგიდა სწორი სიმეტრიით არ არის განლაგებული, საქმიანობისას ისე დაგღლით, მიზეზსს ვერც მიხვდებით. ამიტომ მთავარია, მოხერხებულად მოაწყოთ ავეჯი და ტექნიკა, დიასახლისს არ შეეშალოს ხელი გადაადგილებაში, ყველა კარი და თარო კარგად გაიღოს. ამისათვის, კი სწორად უნდა დაგეგმოთ სამზარეულოს რემონტი.

შექმენით დიზაინ-პროექტი
რემონტამდე ჩამოწერეთ, რისი შეცვლა გსურთ სამზარეულოში, როგორ განათავსებთ ავეჯსა და ტექნიკას. ყველაფერი დეტალურად გაიაზრეთ.

სამზარეულო
თუ სამზარეულოში სარეცხი მანქანის დადგმა გსურთ, დამატებითი მილები დაგჭირდებათ. დამატებითი ჩამრთველ-გამომრთველებისა და როზეტების ადგილმდებარეობა წინასწარ უნდა განსაზღვროთ.
თუ სამზარეულოს კედლებზე თაბაშირმუყაოს მიკვრას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ თითოეულ კედელს 4-5 სმ-ით დაგიპატარავებთ.

საბაზო ტექნიკის განლაგება
სამზარეულო შედგება საბაზისო (როგორც წესი, ჩაშენებული) და მოძრავი ტექნიკისგან (დროდადრო გამოყენებადი). ყველაფრისთვის უნდა გქონდეთ გათვლილი საკმარისი როზეტები.

როგორ განალოგოთ ნიჟარა?
აუცილებელი არაა სამზარეულოს ნიჟარა კუთხეში დადგათ, უმჯობესია, ისე განათავსოთ ნიჟარა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომ მათ შორის საერთო ჩასარეცხი მილი დაამონტაჟოთ.
როგორ განალაგოთ გაზის ღუმელი და მიკროტალღური ღუმელი?
თუ ადგილი საშუალებას გაძლევთ, გაზის ღუმელი ისეთ სიმაღლეზე უნდა დააყენოთ, რომ ზედმეტი დახრა არ დაგჭირდეთ. მასზე კი მიკროტალღურ ღუმელს დაადგამთ.

პოდიუმი
ბოლო დროს მოდური გახდა ჩაშენებული ტექნიკის ზონის პოდიუმით გამოყოფა სასადილო ან მისაღები ზონისგან. თუმცა, იგი ესთეტიკური, მაგრამ არა პრაქტიკულია. პოდიუმი იშვიათად კეთდება ჰერმეტული, განსაკუთრებით, თუ იგი არასწორი ფორმისაა, სამზარეულო კი სველი წერტილია და რემონტის ხარისხს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.
სამზარეულო

როგორ დავაყენოთ გამწოვი?
ის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს სავენტილაციო მილთან. გამწოვს არ უნდა ჰქონდეს გრძელი მილი, ულამაზოდ გამოიყურება და ხმაურიც მეტი აქვს. 5-7 წელიწადში ერთხელ გამწოვის "მუხლი" უნდა გაიწმინდოს.

სამზარეულო

სად დავდგათ მაცივარი
ისეთ ადგილზე უნდა დადგათ, რომ სამზარეულოში შემომავალი სინათლე არ დაახშოს. ფანჯარასთან სამუშაო ზონა მოაწყვეთ, მაცივარს სამზარეულოს ავეჯის შუაში ნუ დადგამთ, ესთეტიკას დაარღვევთ.

იდეალური მაცივარი
თუ ფართე - 1.20 სმ - მაცივრის ყიდვას ვერ ახერხებთ, იყიდეთ 60 სმ-იანი სიგანის ორი მაცივარი და გვერდიგვერდ დადგით. მთავარია, კარები ორივეს შიგნითა მხრიდან ეღებოდეს, ამგვარად იდეალური კომპოზიცია შეიქმნება.

სად დავდგათ სარეცხის მანქანა
სადმე კუთხეში მოათავსეთ. შუა სამზარეულოში ჭუჭყიანი თეთრეულის გადარჩევა არაჰიგიენურია.

როგორ განვალაგოთ მოძრავი ტექნიკა
ხორცის მანქანა, პურის საცხობი, მიქსერი, ყავის მადუღარა, ჩაიდანი, ტოსტერი, ჩოპერი და ა.შ. - 3-4 რეგულარულად გჭირდებათ. ისინი სამუშაო ზონასთან ახლოს - ნიჟარასა და ქურას შორის უნდა განალაგოთ. დანარჩენი, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, კარადაში შეინახეთ.

სამუშაო ზონა რაფაზე
თუ ფართე რაფა გაქვთ (ის შეგიძლიათ განზრახ დაამზადოთ ფართე და მყარი), გამოიყენეთ სამუშაო ზონად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გაგიჭირდებათ ფანჯრის გაღება-დახურვა.

სად დავდგათ ტელევიზორი
ტელევიზორს მაგიდასთან ჯდომის დროს უნდა უყუროთ. მზადების დროს დიასახლისი მას მხოლოდ უსმენს. ამიტომ, იგი სამუშაო ზონის მოპირდაპირე კედელზე მოათავსეთ.

თუ სამზარეულო სასადილო ან მისაღებ ოთახთანაა გაერთიანებული კარი აუცილებელია, სუნისგანაც დაგიცავთ (სუსტად, მაგრამ მაინც. თუ გამწოვი არ გაქვთ) და ხმაურისგანაც, მაგრამ თუ ზონები თაღითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი (თაღი მოძველებულ მოდაა), კარს ვერ დააყენებთ. ამასთანავე, სამზარეულოში კარი აუცილებელია, თუ გაზის ქურას ხმარობთ. ეს გათვალისწინებულია ექსპლუატაციის წესებით.

კომუნიკაცია სამზარეულოში

თუ უკვე ზუსტად იცით, სად დააყენებთ ტექნიკას და რამდენი განათება გჭირდებათ, დიზაინ-პროექტში ელექტროობის დამატების ჯერი დგება. ის უმჯობესია ელექტრიკოსთან ერთად დაგეგმოთ.

რა მასალები უნდა გამოიყენოთ
თავდაპირველად 3 მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ უნდა შეაკეთოთ:

1. იატაკი,
2. კედლები,
3. ჭერი.

იატაკი უნდა გაკეთდეს ისეთი მასალისგან, რომელსაც არ "ეშინია" ნესტის, ცხიმის და მექანიკური ზემოქმედების. ეს შეიძლება იყოს: ფილა, ლამინატი და კორპი. თუ იატაკზე ხშირად ისხმევა წყალი, უპირატესობა მიანიჭეთ კერამოგრანიტს ან ფილას.

ზონები
სამუშაო ზონასთან შეგიძლიათ კერამოგრანიტი ან ფილა დააგოთ, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე სხვა მასალა.

უმჯობესია, კედლები ნესტის ამტანი მუყაოთაბაშირით მოასწოროთ. ის საკმაოდ მყარია და მძიმე კარადებსაც გაუძლებს. თუმცა, მუყაოთაბაშირი არ გამოდგება მკვეთრად არათანაბარ კედელზე.

სამზარეულო

კედელზე, სამუშაო ზონის გასწვრივ, კედელი რომ არ დაზიანდეს ცხიმისა და ლაქებისგან კეთდება დამცავი ზოლი, ე.წ. წინსაფარი. ეს შეიძლება იყოს მოზაიკა, ფილა, მინა. გააჩნია თქვენს გემოვნებას და ფინანსებს.  ჭერი შეგიძლიათ გააკეთოთ შეკიდული, მუყაოთაბაშირის.

რა უნდა გააკეთოთ სულ ბოლოს
სამზარეულოში ავეჯი განათავსოთ. ჩაამონტაჟოთ ტექნიკა, გამწოვი. სასურველია, ავეჯი შეესაბამებოდეს სამზარეულოს ფართს. დიდ ტერიტორიაზე პატარა ავეჯი არ გამოგადგებათ და პირიქით. სამზარეულო კარადები და უჯრები ისე უნდა იყოს დამზარებული, რომ მათში თავისუფლად მოთავსდეს ყველა ჭურჭელი.

მსგავსი სიახლეები