back-arrow
განათება ბინაში- როგორ დავგეგმოთ ის სწორად
15.02.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

განათება ბინაში- როგორ დავგეგმოთ ის სწორად

განათება ინტერიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული როგორც ბინის სიმყუდროვე ასევე იქ მცხოვრები ადამიანების გუნება განწყობა, ოთახის ფუნქციური დაყოფა და მისი მოცულობაც კი. 

ამ სტატიაში თქვენ მიიღებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბინაში განათების სწორ დაგეგმარება განაწილებაში.

1.საძინებლისთვის  არამკვეთრი თბილი განათება შეარჩიეთ

საძინებელი, ალბათ, ერთადერთი ადგილია სახლში, სადაც მთავარი შუქი მკრთალი უნდა იყოს.  
დაგეგმეთ განათების რამდენიმე სცენარი:
საწოლის ტუმბოებთან შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ჭერიდან დაშვებული, ისე ტუმბოს/მაგიდის სანათი. მშვიდი და ჰარმონიული გარემოსთვის  განათება არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი. 

გახსოვდეთ: ნებისმიერი არჩევანი სახლის რემონტის დაწყებამდე უნდა გააკეთოთ. 

2. გამოიყენეთ რელსის სანათი საერთო სივრცისთვის

ოთახში, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია, უკეთესია გააკეთოთ ინდივიდუალური სანათი და ბევრი ჩამრთველი. ამ დროს ძალიან მოსახერხებელია ძალიან ე.წ. რელსის სანათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სინათლე თქვენთვის სასურველი მიმართულებით მიმართოთ. საერთო სივრცის დროს სანათი უმჯობესია ოთახის ცენტრში გააკეთოთ, ფანჯრებიდან 20 სმ დაშორებით.  დამატებით სიმყუდროვისთვის შეგიძლიათ  გამოიყენოთ  დამატებითი განათების წყაროები : სასადილო მაგიდის თავზე არსებული განათება და დივანთან სასადგმელი ტორშერები.

3. სამზარეულოში რამდენიმე განათების წყარო უნდა იყოს

ტუ სამზარეულოში  მხოლოდ ერთი სინათლის წყარო გექნებათ სე ჩრდილებს გააჩენს, რაც თავის მხრივ სივრცეს ვიზუალურად დაპატარავებს, ამიტომ სამზარეულოს ინტერიერის შემუშავებისას წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ სინათლის რამდენიმე წყაროს არსებობის საჭიროება. 

- ზოგადი წყარო: მთავარი განათება (ჩაშენებული წერტილოვანი სანათები);

- მიმართული წყარო: სამუშაო ადგილის განათება;

- სასადილო ზონის განათება: ამ ადგილის განათება მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თბილი განათება ამ კუთხეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შესძენს. თუ სასადილო ზონა სამზარეულოდან ბარით არის გამოყოფილი, მაშინ მის თავზე შეგიძლიათ ჭერიდან ჩამოშვებული გრძელი სანათების ჩამოკიდოთ. 

4. აბაზანის განათების სიმძლავრე მის ფართობზეა დამოკიდებული

ყველაზე კარგი ვარიანტია აბაზანაში კომბინირებული განათების დამონტაჟებაა,  რადგან სადმე წასვლამდე თავს ძირითადად აქ ვიწესრიგებთ, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება როგორც ცივი ასევე თბილი განათებაც.

სასურველია, ჭერის განათება იყოს მკვეთრი ნათების. სანათი დაგვჭირდება სარკესთანაც, ასევე აქტუალურია თვითონ სარკეში ჩამონტაჟებული სანათებიც.  

5. ჰოლს ძლიერი განათება სჭირდება

ეს არის ადგილი სადაც ბუნებრივი განათება ვერ აღწევს ამიტომ მას მძლავრი სინათლის წყარო სჭირდება.

ექსპერტები რეკომენდაციას განათების რამდენიმე ვარიანტს უწევენ: 
- ერთი მძლავრი განათება, რომელიც მოიცავს მთელ სივრცეს;
- რამდენიმე წერტილის არსებობის შემთხვევაში კი უმჯობესია  თუ განათება განათება  წერტილოვანი იქნება, რათა არ მოხდეს სივრცის გადატვირთვა.

6. აირჩიეთ განათების ტიპი ოთახის ზომის მიხედვით

მცირე ზომის ოთახის ინტერიერში უმჯობესია გამოიყენოთ პატარა ნათურები და სხვადასხვა მეთოდები ( ამრეკლი ზედაპირები, ღია ფერები, სარკეები და სხვა), რომლებიც სივრცის ვიზუალურად გაფართოებაში დაგეხმარებათ.

7. გაითვალისწინეთ ფსიქოლოგიური ასპექტები

ეს სახლის განათების დაგეგმვისას ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს როგორც თბილი ასევე ცივი განათება. დადასტურებულია, რომ განათების ტიპის არჩევა განსაზღვრავს ოთახის ინტერიერის აღქმას და გავლენას ახდენს მასში მყოფი ადამიანების ბიორიტმებზე.

მაგალითად: სამუშაო ზონაში გჭირდებათ ცივი შუქი - ეს ხელს უწყობს კონცენტრირებას. საძინებელში კი, პირიქით, თბილი - ეს ხელს უწყობს დასვენებას.

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება