back-arrow
როგორ მოქმედებს ფერები სივრცის მოცულობაზე?
27.05.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

როგორ მოქმედებს ფერები სივრცის მოცულობაზე?

ბუნებაში 3 ძირითადი ფერი არსებობს: წითელი, ყვითელი და ლურჯი- სწორედ ამ ფერთა კომბინაციით მიიღება დღეს არსებული ფერთა პალიტრა, რომელიც თავის მხრივ კიდე იყოფა : თბილი, ცივი და ნეიტრალური, ასევე მსუბუქი, საშუალო და მძიმე კატეგორიებად.

ლურჯი ფერის გამა ითვლება ცივად. მწვანე ფერის ნეიტრალურად, ხოლო ყვითელი და წითელი ფერების გამა კი თბილად. მსუბუქ ფერებში გადის ცივი ფერების რია ტონები, მაგალითად: ცისფერი. მძიმედ ითვლება მუქი, მსუყე ფერები: ზეთისხილის და ყავისფერი.

როგორ შეუძლია ფერებს და მათ ერთმანეთთან შეხამებას სივრცის აღქმის შეცვლა?

მაგალითად ღია ცივი და მსუბუქი ფერები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს, ხოლო თბილი, მძიმე და მსუყე ფერები პირიქით, ამცირებენ მას. 

აქედან გამომდინარე ინტერიერის ფერის შესარჩევად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ ცვლის ოთახის შიგნით მათი მდებარეობა ვიზუალურად მის მოცულობას, ხდის მას უფრო დიდს, მაღლა, გრძელს, განიერს.

მოდით შევხედოთ მაგალითებს, თუ როგორ შეგიძლიათ ვიზუალურად შეცვალოთ ინტერიერის სივრცის პროპორციები ფერის დახმარებით:

როგორ გავზარდოთ სივრცე

სივრცე

ინტერიერის მაგალითი: მუქი იატაკი და ღია ფერის კედლები. 

როგორ გავხადოთ ოთახი უფრო ფართო

ოთახი

ოთახი ვიზუალურად გახდება უფრო ფართო, თუ ღია ფერის კედლებთან გააკეთებთ მუქ იატაკს და ჭერს.

როგორ "ავწიოთ" ჭერი და გავხადოთ ოთახი უფრო "ღრმა"

ავხადოთ ოთახი უფრო "ღრმა"

ამ ეფექტის მისაღებად საჭიროა ჭერი და იატაკი იყოს მსუბუქი, ღია ფერის, ხოლო კედლები კი მუქი.

როგორ „დავწიოთ“ ჭერი და გავაფართოვოთ სივრცე

გავაფართოვოთ სივრცე

ზოგჯერ ჭერის სიმაღლის დაწევას შეუძლია სივრცე უფრო კომფორტული და მყუდრო გახადოს. მუქი იატაკის და ჭერის კომბინაცია ვიზუალურად აფართოებს ოთახს, ამცირებს მის სიმაღლეს.

"შუქი გვირაბის ბოლოს" როგორ გავხადოთ ოთახი უფრო ღრმა

როგორ გავხადოთ ოთახი უფრო ღრმა

მისთვის, რომ გაახალისოთ სივრცე და მისცეთ მას უფრო მიმზიდველი სახე, შეგიძლიათ შექმნათ სიღრმის ეფექტი. ამაში დაგეხმარებათ ერთი მსუყე ფერის აქცენტური კედელი.

როგორ შევქმნათ სივრცის განცდა

 სივრცის განცდა

ამისთვის დაგჭირდებათ  თეთრი კედლებით, თეთრი ჭერით და ღია ფერის იატაკი. ეს კომბინაცია ქმნის ცივ ინტერიერს ამიტომ მის შესამსუბუქებლად საჭიროა გამოიყენოთ თბილი ან მუქი ფერის ავეჯი. 

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება