back-arrow
საძინებელი ძალიან პატარაა? 7 საიდუმლო იმისათვის, რომ ის უფრო დიდი გავხადოთ
30.06.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

საძინებელი ძალიან პატარაა? 7 საიდუმლო იმისათვის, რომ ის უფრო დიდი გავხადოთ

თქვენი საძინებელი უნდა იყოს მშვიდი და კომფორტული, რადგან ეს არის პირველი, რასაც ხედავთ დილით გაღვიძებისას და ბოლოს, რასაც ხედავთ ძილის წინ.
მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ არ მოგწონთ მასში ყოფნა იმიტომ რომ პატარაა? ან მისი ზომის გამო გგონიათ რომ თქვენ ირგვლივ კედლები ვიწროვდება?  საბედნიეროდ, ამის შესაცვლელად მრავალი გამოსავალი არსებობს. 
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერი საძინებელს ბევრად უფრო დიდს გამოაჩენს ვიდრე სინამდვილეშია.

1. შეღებეთ კედლები ღია ფერში

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოთახის უფრო ღია ფერში შეღებვა მას უფრო დიდს გახდის. საძინებლის კედლები არ უნდა იყოს მთლიანად თეთრი. მაგრამ ნებისმიერი ღია და პასტელური ფერები დაეხმარებათ სივრცის ვიზუალურად გაფართოებაში.

2. გამოიყენეთ ზოლიანი  შპალერი

​ზოლიანი ტანსაცმლის მსგავსად, რომელიც იძლევა უფრო მაღალი ან განიერი სილუეტის ილუზიას, ზოლიან კედლებსაც საძინებელზეც იგივე ეფექტს მოხდენა შეუძლია. ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზების მოხატვით ან შპალერით, საძინებლის ნებისმიერი მიმართულებით გაფართოება შეგიძლიათ. 

მყუდრო

3. შეღებეთ ერთი კედელი სხვა ფერათ ან  გააკარით განსხვავებული შპალერი

საძინებლის უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ღია ფერებში, ხოლო ერთი კედელი შეგიძლიათ შეღებოთ მკვეთრ ფერებში, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ განსხვავებულ ორნამენტებიანი შპალერიც  — ეს თქვენ ოთახს დამატებით სიღრმეს შესძენს. ასევე ამ პატარა დეტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ოთახს დამატებითი ორიგინალურობა შესძინოთ.

4. უარი თქვით ფარდებზე 

ფარდების არარსებობა საშუალებას აძლევს ბუნებრივ შუქს მთლიანად დაფაროს საძინებელი და გახადოს იგი უფრო დიდი ვიდრე სინამდვილეშია.

ნათელი

5. დაკიდეთ სარკეები

სარკე აირეკლავს ოთახში შემოსულ სინათლეს შედეგად სივრცე უფრო მსუბუქი და ნათელი გახდება. 
სწორად შერჩეულ და სწორად ჩამოკიდებულ სარკეს შეუძლია სივრცე უფრო დიდი გამოაჩინოს და ბნელი ოთახი უფრო ნათელ სივრცედ აქციოს.

6. აირჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი

ზოგადად, პატარა საძინებელში ზედმეტი ავეჯისგან თავის შეკავება კარგი იდეაა. მოძებნეთ მრავალფუნქციური ნივთები, როგორიცაა მაკიაჟის მაგიდა, რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო ადგილადაც გამოგადგებათ.

განათება

7. დაკიდეთ კედლის სანათები

როდესაც საძინებელი პატარაა უარი უნდა თქვათ მასში ზედმეტი ნივთების შეტანაზე. ამიტომ განათებისთვის ტრადიცული დასადგმელი სანათებს ნაცვლად გამოიყენეთ კედლის.
დღეს კედლის სანათების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენი ინტერიერის შესაბამისი ორიგინალური და ლამაზი სანათი.  

განათება

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება