back-arrow
როგორ ვაქციოთ პატარა ბინა ოცნების სახლად!
18.07.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

როგორ ვაქციოთ პატარა ბინა ოცნების სახლად!

ბინის კომფორტულობა, პრაქტიკულობა და სილამაზე, სულაც არ არის დამოკიდებულ მის კვადრატულობაზე. თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებების წყალობით, პატარა ბინები თანდათან იქცევა მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებლად.

მაშ ასე, როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა:

1. შეუმჩნეველი შესანახი სისტემა
როდესაც სივრცე შეზღუდულია, თითოეულ კვადრატულ მეტრს დიდი ფასი აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა შესანახი სისტემა ზედმეტი არასდროს არის. ამიტომ, ამ დროს უნდა გამოიყენოთ შეფარული შესანახი სისტემა, რომელიც არ იქნება თვალში საცემი და, რომელიც არ გადატვირთავს ინტერიერს. 

2. სწორი ავეჯი და გონივრული განლაგება
უმრავლესობას ჰგონია, რომ პატარა ოთახისთვის პატარა გაბარიტების ავეჯი უნდა შეარჩიოს.
შეცდომაა, რომ პატარა ავეჯი ოთახს ვიზუალურად ზრდის. ზოგჯერ პატარა ნივთების დიდ რაოდენობას სივრცეში სიმძიმე და ქაოსი შემოაქვს. მნიშვნელოვანია ავეჯსა და ინტერიერის სხვადასხვა ზომის დეტალებს შორის ბალანსი მოიძებნოს. პატარა სივრცეებისთვის უმჯობესია ავეჯის შეკვეთით დამზადება, ის ოთახის კონფიგურაციას მაქსიმალურად მოერგება. 

ინტერიერი

3. გააკეთეთ არჩევანი ჟალუზის სასარგებლოდ 
თუ თქვენ ფარდასა და ჟალუზს შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ უპირატესობა ჟალუზს მიანიჭეთ.  უკანასკნელის ალტერნატივად კი რომაული ფარდების გამოყენება შეგიძლიათ. სტანდარტული ფარდისგან განსხვავებით ის სივრცეს არ ამძიმებს და ფანჯრის ორივე მხარეს დარჩენილი თავისუფალი ადგილის გამოყენების საშუალებას იძლევა. 

4. სწორი ზონირება
სივრცის ვიზუალურად აღსაქმელად ზონირება ძალიან მნიშვნელოვანია . არსებობს ზონირების მრავალი სისტემა, კარგად ჩამოყალიბდით, რომელიც ვარიანტი არის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. 

დეკორი

5. მეტი შუშა და მეტი სარკე
ყველა მასალას განსხვავებული თავისებურებები აქვს: ხე სივრცეს სითბოსა და მყუდროებას მატებს, ბუნებრივი ქვა – სიმდიდრესა და ელეგანტურობას, შუშა კი პატარა სივრცეების საუკეთესო მეგობარია. დიდი ფანჯრები, შუშის კარი და ტიხრები, ავეჯი  - ყველაფერი ეს პატარა ფართს ნათელსა და ჰაეროვანს ხდის.
ასევე სივრცის გაზრდაში დიდ დახმარებას გაგიწევთ სწორად განაწილებული სარკეები. 

6. ნათელი ტონები 
ყველამ იცის, რომ მუქი ფერები ავიწროვებს სივრცეს, რაც დაუშვებელია პატარა ბინებში. ამიტომ, რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ფერთა გამის შერჩევას -ეს შეიძლება იყოს როგორც მშვიდი და ნეიტრალური ფერები, ასევე მკვეთრი და ნათელი ტონები, რომლებსაც სივრცისთვის სიღრმის, მოცულობისა და ინდივიდუალურობის მინიჭება შეუძლიათ.

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება