სიახლეები
ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ზღვაზე ცხოვრების იდეა ადამიანისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. ზღვის სანაპირო, თავისი უნიკალური ატმოსფეროთი და მრავალი სარგებლით, განსხვავებული გემოვნებისა და პრეფერენციების მქონე ადამიანებს იზიდავდა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია.
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი“ გთავაზობთ გამორჩეულ პროექტს შეკვეთილში.
რა უპირატესობებს გვთავაზობს "ალფა სახლი შეკვეთილში"?
- თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ისეთ ტურისტულ ზონაშია, სადაც სტუმრობისა და დასვენებისთვის ადამიანები თანხას იხდიან. თუკი ადგილობრივი არ ხართ და ზღვისპირა კურორტზე ბინა საკუთარი დასვენებისთვის გაქვთ, დასასვენებელ თანხას დაზოგავთ და წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეძლებთ რომ თქვენს საკუთარ ბინაში წახვიდეთ და დაზოგოთ თავისუფალი ბინის ძებნის რესურსები - დრო და ფული.
- შეგიძლიათ თქვენი ბინა ლოკაციიდან გამომდინარე აქციოთ შემოსავლის წყაროდ. შესაძლებელია, რომ თქვენს ბინას კომერციული დატვირთვა შესძინოთ სეზონურად გაქირავებით, თუმცა გარდა ამისა, საკურორტე ზონაში გასაყიდი ბინების ფასიც მზარდია და მისი გაყიდვის გადაწყვეტილებაც მომგებიანია მფლობელისთვის.
- სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით არ დაგჭირდებათ გამგზავრება და სპეციალურად დაგეგმვა იმისთვის, რომ ზღვის ტალღების ხმის ფონზე დაისვენოთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
- უძრავი ქონების ღირებულება - შავი ზღვის სანაპიროზე უძრავ ქონებაზე ბოლო ათეული წელი განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნაა. ქართული კულტურული ხიბლისა და ზღვისპირეთის ბუნებრივი სილამაზის შერწყმა ამ რეგიონს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის უძრავი ქონების დეველოპერებისთვისა და ინვესტორებისთვის.
შეკვეთილი არის ერთ-ერთი პოპურალური ადგილი, რომელიც დინამიური განვითარების პროცესშია. ინფრასტრუქტურის განვითარება - ახალი გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, რაც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ეკოლოგიური გარემო - ბევრი ახალი პროექტი გათვალისწინებულია მწვანე სივრცეებით, რაც საშუალებას იძლევა მეტად კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვროთ.
კომერციული პუნქტები - ახლომდებარე მაღაზიები, რესტორნები და სხვა მომსახურებები ცხოვრების ყოველდღიურობას უფრო მარტივს ხდის. მომავლში ღირებულების ზრდა - შეკვეთილი ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციის დაბრუნების შანსები მაღალია. სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ გამორჩეულ 4 სართულიან პროექტს შეკვეთილში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე
ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს
თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო
უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!
მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია
პატარა დასახლების დიდი წარსული...
როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?
ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია
მომხმარებელი ყოველთვის მართალია?!
„მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ - იცით ამ ფრაზის ისტორია?