*7171
back-arrow
როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?
02.11.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?

ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია, მათთვის, ვინც მშვიდ გარემოში ისვენებს და მათთვისაც ვისაც აქტიური დასვენება და ახალი გამოცდილების მიღება სურს.

თუ გიყვართ ზღვა და გსურთ გარემოს შეცვლა წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ ზღვისპირას საცხოვრებლად და რა დადებითი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს შავ ზღვას თქვენს ჯანმრთელობაზე.

შეკვეთილი

  • თერაპიული ეფექტი - ზღვისპირა სივრცე დიდი ხანია უკვე რაც მიჩნეულია თერაპიულ გარემოდ და მიიჩნევა, რომ ტალღების ხმა, მარილიანი წყლის სუნი და ფეხქვეშ მიწის შეგრძნება ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. 
  • ჰაერის ხარისხი - სანაპირო ზონებში, ძირითადად სუფთა ჰაერია, რაც სასრგებლოა რესპირატორული ჯანმრთელობისთვის. 
  • ვიტამინი D - ზღვის სანაპიროზე ცხოვრება ნიშნავს უფრო მეტ მზეს. მზე D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც გადამწყვეტია ძვლის ჯანმრთელობისა და იმუნური ფუნქციისთვის. 
  • დამამშვიდებელი ეფექტი - ზღვის სანაპიროზე ყოფნა ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და ფიზიკურ ემოციურ განტვირთვას. ცურვა და სანაპიროზე სიარული დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე.
  • გული და სისხლის მიმოქცევა - ზღვის წყალი და თბილი კლიმატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს არტერიების სიწმინდეს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. 
  • ცურვა და წყალში თამაში საუკეთესო აქტივობაა ბავშვებისთვის. წყალი სასარგებლოა კუნთების გაძლიერებისთვის. ცურვა ხელს უწყობს, როგორც ბავშვის სხეულის ძალას, ასევე მისი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი“ გთავაზობთ გამორჩეულ პროექტს შეკვეთილში.

ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე

ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს

თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო

უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია

პატარა დასახლების დიდი წარსული...

ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს

დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია

მომხმარებელი ყოველთვის მართალია?!

„მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ - იცით ამ ფრაზის ისტორია?