სიახლეები
მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია
შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, თვალწარმტაცი ბუნებით გარემოცული შეკვეთილის ისტორია რამდენიმე ასწლეულს ითვლის. თუ დღეს ეს ადგილი ცნობილია დამსვენებელთა სიმრავლით, მაგნიტური ქვიშების სიმდიდრითა და უხვი მზის სხივებით - ადრე მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად მიიჩნეოდა.
მე-18 საუკუნეში გურიის სოფელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო ადგილი იყო. დასახლებას იცავდა ციხე. წყაროების მიხედვით 1723 წელს შეკვეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის ჯარი ჩადგა, მოგვიანებით კი პოლიტიკური ვითარების ცვლილების შედეგად რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა. შეკვეთილზე გადიოდა საზღვარი ოსმალეთის იმპერიაზე და აქვე 1813 წელს აიღო წმ. ნიკოლოზის ციხე, რომელიც 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
შეკვეთილი 1853 წ. ჟიულ გაილდრაუს ნახატი.
1949 წელს მიიღეს გადაწყვეილება შეკვეთილის ტერიტორიაზე საზღვაო ზოლის მოწყობის შესახებ (ის ნაწილი იყო ქობულეთი-ფოთის 50 კმ-იანი დასასვენებელი ზოლის). 1950-იან წლებში გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი. მალევე აქაური ჰაერი, მზე და ქვიშის აბაზანები იქცა ცნობილ სამკურნალო საშუალებებად: გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, სახსრებისა და სხვა დააადებებისთვის.
ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და წელიწადში 20,000 საათი მზის ნათება არაა ყველაფერი, რასაც შეკვეთილი გთავაზობთ. უკანასკნელი წლების მანძილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც თან სდევს ადგილობრივი მოსახლეობის ზრდაც. წარსულში შეკვეთილი მხოლოდ კურორტი იყო, სადაც მუდმივად თითქმის არავინ ცხოვრობდა.
ბოლო 20 წლის მანძილზე კი მოსახლეობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. შეკვეთილის განვითარების ტენდენციის პარალელურად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა აქ ცხოვრებაზე, რის შესაძლებლობასაც "ალფა სახლის" შეკვეთილის პროექტი გაძლევთ.
ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე
ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს
თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო
უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!
როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?
ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია
ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს
დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია
მომხმარებელი ყოველთვის მართალია?!
„მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ - იცით ამ ფრაზის ისტორია?