*7171
back-arrow
თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო
12.11.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო

2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში 20 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა. მოთხოვნის პარალელურად, დედაქალაქში უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურად იზრდება. 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1200 დოლარია. ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი უბნებიდან, შეგვიძლია რამდენიმე მათგანი გამოვყოთ, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

დიდი დიღომი

ახალგაზრდა უბანი თბილისის დასავლეთ ნაწილში, საბურთალოს რაიონის საზღვრებში გაყიდვების ნამდვილი ჩემპიონია. ყოველი მეექვსე გაყიდული ბინა (15%) დიდ დიღომზე მოდის. გამართული სატრანსპორტო სისტემა და მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვე უბნის პოპულარობას განაპირობებს, რაზეც მისი მოსახლეობის ზრდაც მეტყველებს, რომელიც ბოლო 10-15 წელიწადში პრაქტიკულად გაორმაგდა. სამშენებლო კომპანია „ალფა სახლი“ გთავაზობთ მასშტაბურ პროექტს - „სხვა უბანი - დიდ დიღომში“, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით და 60 000 კვ.მ. გამწვანებული სივრცით.

გლდანი

თბილისის ყველაზე დიდი გარეუბანი, მარტივი განლაგებითა და სავაჭრო-საზოგადოებრივი დაწესებულებების სიმრავლით გამოირჩევა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქალაქი-ქალაქში. უბანს ორი მეტროსადგური ემსახურება - ახმეტელისა და სარაჯიშვილის, სწორედ ამ უკანასკნელის მიმდებარედ მდებარეობს „ალფა სახლის“ ორი 26 სართულიანი პროექტი, რომელიც დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალი შენობა იქნება გლდანში.

სანზონა

ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო და კომფორტული უბანი ქალაქის ფართო ცენტრში, ნაძალადევის რაიონში მდებარეობს. გურამიშვილის გამზირის გასწვრივ განაშენიანებული მასივი სულ უფრო მოთხოვნადია მათვის ვისაც ერთდროულად სურს ურბანული ხმაურისგან განტვირთვა და ამავდროულად ცენტრთან სიახლოვე.

ბაგები

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და პრესტიჟული უბანია, რომელიც ვაკის რაიონში მდებარეობს. უბნის განვითარება 1980-იანი წლებიდან იწყება. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც სტუდენტური უბანი. დღესდღეობით, უბანში მრავალი ახალი საცხოვრებელი სახლი თუ კორპუსი შენდება. 

ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე

ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს

მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია

პატარა დასახლების დიდი წარსული...

როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?

ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია

ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს

დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია

მომხმარებელი ყოველთვის მართალია?!

„მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ - იცით ამ ფრაზის ისტორია?