back-arrow
როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა
10.10.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სექტემბერია, შემოდგომის დადგომა უკვე იგრძნობა. ამ სეზონის მთავარი თემა კომფორტის პოვნაა.  სქელი პლედები, სურნელოვანი სანთლები და სხვადასხვა, ფერადი დეკორაციები.

როგორ შემოვიტანოთ ეს ფერადი სეზონი სახლის ინტერიერში:

  • გამოიყენეთ საშემოდგომო ფერთა პალიტრა

მათთვის, ვინც ნეიტრალურ ტონებს ანიჭებს უპირატესობას, საუკეთესო არჩევანი გამხმარი ფოთლების ყავისფერი ელფერი და სიყვითლესთან ასოცირებადი ტონები იქნება. თუმცა შემოდგომას ასევე უხდება წითელი და ნარინჯისფერი ფერებიც, მათ ინტერიერში დამატებითი სითბო შემოაქვთ.

ფეერები

  • შექმენით სითბო და კომფორტი

შემოდგომა ქსოვილების სეზონია. შეაჩერე უფრო სქელ, მძიმე ტექსტურის მქონე  მატერიები, როგორებიცაა მატყლი, ქაშმირი, ხავერდი, ბუკლე და ხელოვნური ბეწვი. 
სქელი ფარდები, ფუმფულა გადასაფარებლები, ფერადი ბალიშები და ხალიჩები სახლში შემოდგომის განწყობასთან ერთად მდიდრულ და დახვეწილ გარემოსაც ქმნის.

ტექსტილი

  • გაამდიდრეთ სახლის ინტერიერი დეკორაციებით

ეძიეთ კომფორტი იმაში, რაც წლებია სახლში გაქვთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ ვინტაჟური ნივთები. მაგიდის თუ ფანჯრის რაფის დეკორაციაში გამოიყენე გამხმარი ფოთლები და ყვავილები. სამზარეულოს მაგიდა შეავსეთ სეზონური ფერადი ხილით. შეიძინეთ ხის დეკორაციები, სკამები ან თიხის ჭურჭელი. შემოდგომა შეგრძნებებთან ასოცირდება ამიტომ განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ საყვარელი სურნელის მქონე სანთლები. 

დეკორი

როგორ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ შეძენილი უძრავი ქონების ფასი - კორპუსის მოვლა პატრონობა

სუფთა და განათებული სადარბაზო, გამართული ლიფტი, მოვლილი, კეთილმოწყობილი ეზო და პარკინგი, სუფთა,

„სხვა უბანი“ – მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში!

დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი მდებარეობა ხდება. ის ადამიანები, ვინც ქალაქის

შეკვეთილი დაისვენეთ და იმკურნალეთ საქართველოში

შეკვეთილი არის პატარა საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში?

ინვესტიცია, შეიძლება რამდენიმე სახის იყოს და ის დამოკიდებულია, როგორც საინვესტიციო ობიექტზე, ასევე

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტი

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ