popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტი
10.10.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტი

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.

შეკვეთილის სანაპიროს სიგრძე 3 კილომეტრია, სიგანე - დაახლოებით 30 მეტრი. ასეთი გარემო განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები აწუხებს. ეფექტიანია ძვლებისა და სახსრების გასაკაჟებლადაც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

შეკვეთილი ბავშვებიანი ოჯახებისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია, წყლის სიღრმე დაბალია, ნაპირი კი - სუფთა.

შავი ზღვა

სანახაობები და გასართობი ადგილები

  • შეკვეთილის ტერიტორიაზეა უნიკალური დენდროლოგიური პარკი.
    პარკი 60 ჰექტარს მოიცავს, სადაც მსოფლიოსა და საქართველოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას ნახავ, მათ შორის - იშვიათ გიგანტურ ხეებს, ვარდისფერ ფლამინგოებს, ეგზოტიკურ ფრინველებს;  
  • შეკვეთილში მდებარეობს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს;
  • იქვეა „მუსიკოსების პარკი“ - დასასვენებელი სკვერი, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას, ირგვლივ კი ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა ჟღერს. მუსიკოსთა პარკში მოწყობილია „სოციალური სივრცე“, სადაც დაისვენებთ, იქვე ტყის ბიბლიოთეკაში წაიკითხავთ წიგნს, კონცეპტუალურ მაღაზიაში შეიძენთ ეკომეგობრულ ნივთებს, კაფეში კი ორგანული პროდუქტით მომზადებულ საკვებს დააგემოვნებთ;
  • თანამედროვე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. პარკ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი „მინიატიურების პარკია“, სადაც საქართველოს არქიტექტურული ძეგლების მინიატიურული მოდელებია წარმოდგენილი.  

შეკვეთილი

როგორ ჩახვალ შეკვეთილში?

  • ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეკვეთილში 50 და 90 წუთში ჩახვალ;         
  • ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან - 20 წუთში;
  • შეკვეთილთან უახლოესი რკინიგზის სადგური ურეკია.

რა დრო სჭირდება მგზავრობას?

  • თბილისი 5:15 სთ;
  • ბათუმი 1:00 სთ;
  • ქუთაისი 1:55 სთ.

კურორტი დღითიდღე ვითარდება და იზიდავს დამსვენებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. თუ გსურთ გქონდეთ უძრავი ქონება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კურორტზე მაშინ "ალფა სახლი შეკვეთილში" შენ გელოდება. 

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია