*7171
back-arrow
4 ყველაზე სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენი სახლისთვის
01.12.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

4 ყველაზე სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენი სახლისთვის

სუნის შეგრძნება საკმაოდ სუბიექტურია, იმ გაგებით, რომ ის განიცდება არა როგორც ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტი (როგორც, მაგალითად, ფერი), არამედ როგორც ჩვენში (ჩვენს ორგანიზმში) შემოტანილი რამ და ამიტომ განიცდება ემოციურად.

სუნის ამ სუბიექტურ ელფერთან არის დაკავშირებული ის გარემოება რომ სუნის აღმნიშვნელი სახელები, განსხვავებით ფერისა და გემოს აღმნიშვნელი სახელებისგან, არც ერთ ენაში არ არსებობს. სუნს იმ საგნების მიხედვით აღნიშნავენ, რომელსაც ეს სუნი ასდის.

მაგალთად, სუნი სიმყუდროვისა და „საკუთარი“ სახლის შეგრძნების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ბინაში არომატების გასავრცელებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ჯანსაღი და ლამაზი ოთახის მცენარეების დახმარებაა. ეს მარტივი და ნატურალური მეთოდია სახლის სასიამოვნო, ნაკლებად მოსაბეზრებელი სუნით ასავსებად.  

  • ციტრუსი

შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ის არა მხოლოდ ლამაზი და არომატული მცენარეა, არამედ ნაყოფსაც იძლევა. ყურადღება მიაქციეთ ლიმონს, რომლის ყვავილის არომატი ადამიანს სიმშვიდეს გვრის. თუ ოფისში დადებთ, შეამჩნევთ, რომ სტრესული სამუშაო სიტუაციები შემცირდება. გარდა ამისა, მცენარე გამოგადგებათ საძინებელსა და მისაღებ ოთახებშიც.  ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს სახლის პირობებში ხშირად ზრდიან. მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის ფოთლებს, ყვავილებსა და კვირტებს, სასიამოვნო არომატი აქვს. ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს სახლის პირობებში ხშირად ზრდიან ხეების არომატი თქვენს სახლში სასიამოვნო სუნს დააყენებს. ციტრუსის ხეს უყვარს წყალი, მზის სხივები, ტენიანი გარემო და ბევრი სასუქი.

ციტრუსი

  • ჟასმინი 

ჟასმინი, რომელიც არაერთი განსხვავებული სახეობითაა წარმოდგენილი, თქვენს საძინებელში თავს კომფორტულად იგრძნობს. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს, გამოღვიძებისას კი თავს მხნედ გაგრძნობინებთ. გარდა ამისა, ჟასმინი ადვილი მოსავლელია. ამ მზისმოყვარულ მცენარეს მიუჩინეთ ადგილი ოთახის იმ კუთხეში, რომელსაც ყველაზე უხვად ხვდება მზის სხივები. თუმცა, ზაფხულობით მწველ მზეს თხელი ფარდით მოარიდეთ. მცენარე პატარა ყვავილებით სახლს საოცარი არომატითა და სილამაზით აავსებს. 

ჟასმინი

  • ყავის ხე

ყავის ხის სახლში გახარება სრულებით შესაძლებელია. მისი ჯუჯა სახეობა - ნანა - ოთახში დაახლოებით 1მ სიმაღლის იზრდება. თუ მოვლის ყველა პირობის დაცვით, მცენარე აყვავდება და შემდეგ ყავის მარცვლების მცირე მოსავალსაც მოისხავს. აყვავებული ყავის ხის არომატი ძილიანობასა და დაღლილობას მოგაშორებთ, შემოქმედებით შესაძლებლობას გაზრდის და სამუშაო განწყობას შეგიქმნით, მეხსიერებასა და აზროვნებას გაააქტიურებს. 

ყავის ხე

  • მურაია 

ეს პატარა ბუჩქი მარტივად შეიძლება დაემსგავსოს ჯუჯა ხეს. მას თეთრი, ძალიან არომატული ყვავილები აქვს. ისინი თითქოს ცვილით არის დაფარული და მათი ყვავილობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. 

სახლის პირობებში ის მხოლოდ ნახევარი მეტრი იზრდება. განსხვავებული და უჩვეულო იაპონური იერი მას თანამედროვე ინტერიერის გამორჩეულ ელემენტად აქცევს. მურაიას ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟასმინის არომატი აქვს. ის მარტივი მოსავლელია. მცენარეს უყვარს მზე, მაგრამ არა მისი პირდაპირი სხივები. ყვავილობისთვის მას 12 საათიანი სინათლე სჭირდება. 

მურაია

უძრავი ქონება ევროპაში

უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას

რა უნდა ნახო შეკვეთილში - როგორ გავატაროთ დაუვიწყარი ზაფხული

შეკვეთილი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტია

შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ ბინის გეგმარებისას

ბინის გეგმარება განსაზღვრავს საცხოვრებელი სივრცის პრაქტიკულობას და კომფორტს

სამშენებლო ბაზრის განვითარების ტენდენციები და შიდა განვადების უპირატესობები

დღეს საქართველოში, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ბინის შესაძენი თანხა დროთა განმავლობაში დაფაროს