*7171
back-arrow
თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
15.01.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების 2023 წლის IV კვარტალის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებითი კი ინდექსი 39.8%-ით გაზრდილია. 

წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%). 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა - ბინების შემთხვევაში ფასები 14.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მეოთხე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლები სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება უბნების მიხედვით შემდეგნაირია:

  • მთაწმინდა - 5528 ლარი;
  • ვაკე - 4900 ლარი;
  • საბურთალო - 3767 ლარი;
  • კრწანისი - 3577 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3480 ლარი;
  • დიდუბე - 3375 ლარი;
  • ნაძალადევი - 3361 ლარი;
  • ისანი - 3273 ლარი;
  • გლდანი - 3238 ლარი;
  • სამგორი - 3065 ლარი.

აღსანიშნავი ფაქტია, 2023 წლის ათ თვეში თბილისში ბინების გაყიდვების რაოდენობამ დაახლოებით 33 ათასი შეადგინა, ხოლო ახალაშენებული ბინების ბაზარზე გაყიდვები სტაბილურად იზრდება. კვლევის თანახმად, 2023 წლის ათ თვეში უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ბინით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7 ათასით გაიზარდა.

თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსებში გასაყიდი ბინების ძირითადი ნაწილი 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებია, ხოლო გაყიდული ბინების საშუალო ფართობი 68 კვადრატული მეტრია. რაიონების მიხედვით, თბილისში გასაყიდი ბინების კვადრატულ მეტრზე მოთხოვნა შემდეგნაირია:

  • მთაწმინდა და ვაკე  - 96 კვადრატულ მეტრამდე;
  • გლდანი და სამგორი -  60 კვადრატულ მეტრამდე;
  • საურთალო, დიდუბე და ისანი - 50 კვადრატულ მეტრამდე.

უძრავი ქონება ევროპაში

უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას

რა უნდა ნახო შეკვეთილში - როგორ გავატაროთ დაუვიწყარი ზაფხული

შეკვეთილი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტია

შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ ბინის გეგმარებისას

ბინის გეგმარება განსაზღვრავს საცხოვრებელი სივრცის პრაქტიკულობას და კომფორტს

სამშენებლო ბაზრის განვითარების ტენდენციები და შიდა განვადების უპირატესობები

დღეს საქართველოში, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ბინის შესაძენი თანხა დროთა განმავლობაში დაფაროს