სიახლეები

„სხვა უბანი“ – მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში!
დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი მდებარეობა ხდება. ის ადამიანები, ვინც ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა, ამავდროულად, სურთ, რომ ცენტრალურ უბნებთან და მნიშვნელოვან ლოკაციებთან ახლოს იყვნენ, საცხოვრებლად სწორედ ამ ტერიტორიას ირჩევენ.
ამასთან ერთად, როდესაც ადამიანები სახლის შეცვლას ან ახლის შეძენას გადაწყვეტენ, დიდ ყურადღებას აქცევენ ხარისხიან, უსაფრთხო სამშენებლო მასალებს, სწორ დაგეგმარებასა და ჯანსაღ გარემოს. მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის ეს პირობები აუცილებელია.
სწორედ დიდი დიღმის პერსპექტივებსა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით დავიწყეთ უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსის პროექტზე მუშაობა და მას „სხვა უბანი” დაერქვა. სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინიუბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ აშენდება 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და განთავსება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: აფთიაქი, სუპერმარკეტი, 4 სპორტული მოედანი, სკვერი და სხვა.
ჩვენმა მომხმარებელმა უკვე იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს გახადოს საცხოვრებელი გარემო არამხოლოდ კომფორტული, არამედ იზრუნოს ჯანსაღ და გამწვანებულ გარემოზე.
ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა, რაც მას გამოარჩევს, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ მისი მასშტაბურობა და მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეა. ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობა, რაც გამოხატულია ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვით.
პროექტი თავისი მასშტაბით, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ჩამოუვარდება დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს, როგორებიცაა მაგალითად: დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა), ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა), კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა), კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ. შესაბამისად, „სხვა უბანი“ მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსების ერთობლიობა კი არ იქნება, არამედ თითოეული მობინადრე შეძლებს კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება და დაისვენოს, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში.
ასეთი მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა.
მშენებლობა დაიწყება 1 დეკემბრიდან!
უკვე მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვები!
დეტალებისთვის დარეკეთ: 245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171
საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 514 10 70 70
როგორ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ შეძენილი უძრავი ქონების ფასი - კორპუსის მოვლა პატრონობა
სუფთა და განათებული სადარბაზო, გამართული ლიფტი, მოვლილი, კეთილმოწყობილი ეზო და პარკინგი, სუფთა,
შეკვეთილი დაისვენეთ და იმკურნალეთ საქართველოში
შეკვეთილი არის პატარა საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში?
ინვესტიცია, შეიძლება რამდენიმე სახის იყოს და ის დამოკიდებულია, როგორც საინვესტიციო ობიექტზე, ასევე
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტი
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ
როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა
როგორ შემოვიტანოთ ეს ფერადი სეზონი სახლის ინტერიერში