back-arrow

სახლი კიკვიძის ბაღთან  “ალფა სახლის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყო.

კომპლექსი  თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის 111 ნომერში, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

სახლი კიკვიძის ბაღთან, ისევე როგორც  „ალფა სახლის“   ყველა სამშენებლო პროექტი, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საუკეთესო მდებარეობითა და მობინადრეებზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომით.  სამშენებლო მასალა, მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტები აბსოლუტურ თანახვედრაშია თანამედროვე მოთხოვნებთან. პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის  გამძლეობაზე.

ფასადის გარკვეული ნაწილი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ტრავერტინის ფილებითა და  დეკის მოსაპირკეთებელი მასალით, ხოლო ნაწილი შეიღებება უმაღლესი ხარისხის საღებავით, რომელიც მინიმუმ რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს.

შიდა ტიხრებისთვის გამოყენებულია 10 სმ-იანი ბლოკი, რომელიც ილესება პერილიტის და თაბაშირის ნაზავით.

ფანჯრები ყავისფერი, უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასისაა, ხუთშრიანი, ორმაგი მინით,ორი მექანიზმით და   აქვს დათბუნება.

რკინის კარი, ისევე როგორც მოაჯირები, დამზადებულია  „ალფა სახლის“ კუთვნილ  საამქროში რუსთავის მეტალურგიის ქარხნის მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის მასალით.

კომპლექსი ჯამში ექვსი 12-სართულიანი კორპუსისგან შედგება და ესაზღვრება რეკრეაციულ ზონას – კიკვიძის ბაღს.

სამშენებლო სამუშაოები ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდნარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დასრულებულია პირველი სამი თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა  და  თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდა მობინადრეებს (აქ მხოლოდ 5 ბინაა გასაყიდი) ხოლო სამი ასევე 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა  უკვე დასასრულს უახლოვდება და  2020 წლის სექტემბერში ასევე თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება მაცხოვრებლებს.

თითოეული კორპუსი 2-სადარბაზოიანია, ჯამში კომპლექსი 600  ბინას აერთიანებს.

კორპუსებს შორის დაშორება 32 მეტრია.

თითოეული კორპუსი უზრუნველყოფილია როგორც გარე, ასევე მიწისქვეშა, მინუს ერთ სართულზე განთავსებული ავტოსადგომით.

თითოეულ სადარბაზოს აქვს იტალიური წარმოების, UPS-ით უზრუნველყოფილი ორი ლიფტი (სამგზავრო და სატვირთო), რომლით სარგებლობაც ავტოფარეხშიც შესაძლებელია.

„ალფა სახლში“  ბინების მრავალფეროვანი არჩევანია.  ყველაზე პატარა ფართის ბინები  (ერთსაძინებლიანი სტუდიოს ტიპის)  40,3  კვ.მეტრიდან იწყება, ხოლო ყველაზე დიდი მოცულობის  136 კვ.მ ფართის ბინაა.

კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება საბავშვო მოედნითა და კორპუსებს შორის კეთილმოწყობილი ეზოებით.

ჩვენ ვქმნით თქვენთვის მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს ქალაქში, მწვანე გარემოში

დატოვე მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

98 ბინის ნომერი
0 საერთო ფართი
პირველადი შენატანი
0 0
ერთიანი გადახდის ფასი
0 0
ერთიანი გადახდის კვ.მ ფასი
0 0
დატოვე მოთხოვნა
ჩამოტვირთე PDF
98
98
12 6
• 98 ბინის ნომერი
• 0 საძინებელი
• 0 საერთო ფართი
• 0 კვადრატულის ფასი
სრულად ნახვა
98
98
ბინის გადასახადი
პირველადი შენატანი
0
ერთიანი გადახდის ფასი
0 0
ერთიანი გადახდის კვ.მ ფასი
0 0
დატოვე მოთხოვნა
ჩამოტვირთე PDF
შეარჩიეთ თქვენი მოთხოვნების მიხედვით