*7171
back-arrow

ალფას გუნდი

"ალფა სახლი" 22 წლის განმავლობაში იმყარებს პოზიციებს სამშენებლო ინდუსტრიაში.

კომპანია თავდაუზოგავად შრომობს - უპასუხოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნებს, რათა მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი სტანდარტებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

"ალფა სახლის" გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებით - ინჟინრების, არქიტექტორების, მშენებლების, ტექნიკური დახმარების, ფინანსების, სამართლის, პროექტის მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლის, მშენებლობის ზედამხედველების და სხვა წარმომადგენლებით.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ალფა სახლი" სრულფასოვანი სამშენებლო კომპანიაა, როგორც შიდა რესურსით - გუნდით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობით. ამასთან ერთად, პოზიციების გამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული სტუდიის მფლობელობამ, რომელიც წლებია ქმნის "ალფა სახლისთვის" დამახასიათებელ გამორჩეულ არქიტექტურას თბილისის ურბანული განვითარებისთვის.

კომპანიის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა (ექსკავატორი, თვითმცლელები, მობილური ბეტონის ტუმბო, კოშკურა ამწეები, ჰიდრავლიკური ურიკა, ამწე კრანი და საყალიბე მასალები), სამშენებლო გუნდი და არქიტექტურული მომსახურების ექსკლუზიურობა უზრუნველყოფს მკაცრ კონტროლს მშენებლობის ხარისხის სტანდარტზე, პროექტების დასრულებას გრაფიკით განსაზღვრულ დროში, შეფერხებების გარეშე, რომელიც ხშირად დაკავშირებულია აღჭურვილობის დაქირავებასთან ან მომწოდებლებთან.

მოცემული რესურსი პროცესებს ხდის მეტად მოქნილს პროექტის დაგეგმვიდან მის დასრულებამდე. ყველაფერი ერთად მომხმარებლებისთვის ქმნის ბრენდის იმიჯს, სტაბილურობასა და სანდოობას საფასო პოლიტიკაში.

საკუთარი არქიტექტურული კომპანია საშუალებას აძლევს შეუფერხებელ კოორდინაციას დიზაინისა და მშენებლობის ფაზებს შორის. მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციით ვფლობთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვზომავთ ბაზრის მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც იქმნება პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია თანამედროვე ადამიანების ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა აუმჯობესებს მშენებლობის პროცესს, ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას და გამორიცხავს შეფერხებებს.

გარდა ამისა, არქიტექტორებისა და სამშენებლო გუნდის ერთ სივრცეში თანაარსებობა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობასა და ინოვაციებს, რადგან იდეების თავისუფლად გაცვლა და განხორციელება შესაძლებელია გამოწვევების დაძლევისა და პროექტის შედეგების მაქსიმიზაციისთვის.

"ალფა სახლის" პასუხისმგებლობა - განახორციელოს ყველა სამშენებლო აქტივობა საკუთარი რესურსებით კიდევ უფრო ზრდის ეფექტურობას და ამცირებს მშენებლობასთან დაკავშირებულ მრავალ რისკს. კონტროლირებადი გარემოს გამოყენებით, კომპანია ამცირებს გარე ფაქტორების გავლენას.

"ალფა სახლის" ინტეგრირებული მოდელი, რომელიც მოიცავს სამშენებლო აღჭურვილობის საკუთრებას, შიდა არქიტექტურულ კომპანიას და შიდა სამშენებლო შესაძლებლობებს, პოზიციონირებს მას - როგორც ლიდერს ინდუსტრიაში. ამ სტრატეგიული უპირატესობების მეშვეობით, კომპანია აყალიბებს მაღალ სტანდარტებს სამშენებლო ბაზარზე და ქმნის კონკურენტულ ბაზარზე საფასო პოლიტიკის სტაბილურობას მომხმარებლისთვის.