*7171
back-arrow

ღირებულებები

ჩვენი ფასეულობები

პასუხისმგებლობა - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა - ეს არის ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც წარმოაჩენს კომპანიის საქმიანობას ყველა მიმართულებით. "ალფა სახლის" გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლებთან დაცული და სანდო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო თითოეული მომხმარებლისთვის, მივაწოდოთ მათ ხარისხიანი და სრულყოფილი სერვისი.  

განვითარება - თანამედროვე ცხოვრებაში მოვლენები სწრაფად ვითარდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვიყოთ ამ ცვლილებების წინა რიგებში. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც არასდროს წყვეტს განვითარებას - ვნერგავთ და ვქმნით ახალ სტანდარტებს სამშენებლო სფეროში. მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და სიახლეებისკენ განაპირობებს წარმატებასა და ლიდერობას მაღალკონკურენტულ ბაზარზე.

ეფექტურობა - გაუძლო დროს, შეინარჩუნო ეფექტური პოზიციონირება - მუდმივად შეისწავლო მომხმარებლის მოთხოვნები. "ალფა სახლის" პროექტების წარმატების საიდუმლო ეფუძნება მომხმარებლების გულდასმით მოსმენას და მათი რელევანტური სურვილების დაკმაყოფილებას. ყველა მომდევნო ახალი პროექტი ითვალისწინებს და იაზრებს დასრულებული პროექტების გამოცდილებას.

მისია

"ალფა სახლის" მისიაა შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა მშენებლობაზე უკეთესობისკენ, შესთავაზოს მაღალი ხარისხის მშენებლობა და სერვისები. კომპანია თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და იყოს მუდმივად ლიდერი დეველოპერულ კომპანიებს შორის. თანამედროვე, ინოვაციური მიდგომებით და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებით, "ალფა სახლი" ქმნის ახალ სტანდარტებს სამშენებლო ინდუსტრიაში.

დანიშნულება

"ალფა სახლის" დანიშნულებაა, ყოველთვის აშენოს ფუნქციური, ესთეტიკური, არქიტექტურული ღირებულებებითა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით გამორჩეული შენობა-ნაგებობები, რომლებიც ხაზს უსვამს თანამედროვეობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ მოთხოვნებს. უსაფრთხო და სანდო თანამშრომლობით ერთად ვდგამთ ნაბიჯებს წარმატებისკენ, განვითარებასა და უკეთესი მომავლისკენ.