ჩვენ შესახებ
22 წელია „ალფა სახლი“ ქმნის კომფორტულ, ხარისხიან, ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტებს თბილისში. „ალფა სახლი“ პროფესიონალ, მაღალი ღირებულებების მქონე გუნდთან ერთად მუდმივად ვითარდება და ნერგავს სტანდარტებს სამშენებლო სფეროში. განვლილმა 22-მა წელმა შექმნა წარმატებისა და გამოცდილების უდიდესი ისტორია.
დასრულებული პროექტები ჩვენივე იმიჯის ანარეკლია
ახალ სახლში გადასვლა, ახალი ცხოვრების სტილის დაწყებას ნიშნავს, გვსურს გავყიდოთ ემოცია და არა კვადრატული მეტრი. ამიტომ ჩვენი სამშენებლო პროექტები თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით კომფორტსა და ცხოვრების ახალ სტილზეა ორიენტირებული, იქ, სადაც დრო ყველაზე ძვირფასია.
ვაშენებთ ახალ სახლებს და ვქმნით თანამედროვე ცხოვრების სტილს
ჩვენი გუნდისთვის სამშენებლო სექტორში ახალი გამოწვევების კვალდაკვალ თანამედროვე, აქტიური ადამიანების მოთხოვნები ყოველთვის შთაგონების წყარო იყო, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ურბანული ცხოვრების ახალ განსაზღვრებას - მწვანე და ჯანსაღ გარემოს, ბინის შიდა სივრცეების პრაქტიკულ და კომფორტულ დაგეგმარებას, განახლებული ტექნოლოგიური აღჭურვილობით მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მაღალ საინვესტიციო პოტენციალს, ხარისხისა და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს.
„ალფა სახლის” დასრულებული და მიმდინარე პროექტები საუკეთესო ადგილმდებარეობითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მშენებლობა მაღალი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე წარმოუდგენელია.
გამოწვევების დაძლევა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვიაზრებთ სამშენებლო სფეროში თანმხლებ ტექნიკურ თუ კომუნიკაციების სირთულეების არსებობას. „ალფა სახლი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური: საინჟინრო, არქიტექტურული, იურიდიული, მარკეტინგული და გაყიდვების გამოცდილების მქონე თანამშრომლებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი გამოწვევა აქციონ გამოცდილებად.
„ალფა სახლი“ ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მობინადრეებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სერვისის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. სწორედ ამიტომ, შევქმენით მობინადრეებთან ურთიერთობის განყოფილება, ცხელი ხაზი და დახურული ჯგუფები სოციალურ ქსელში, სადაც მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი სურვილები და საჭიროებები. ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება, გადაჭრის გზებისა და საერთო ინტერესების მოძიება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. სწორედ მობინადრეებთან კომუნიკაციის გამოცდილებით, მათ მიერ ხშირად დასმულ კითხვებში წარმოვაჩინეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნა პრიორიტეტულია უძრავი ქონებით დაინტერესებული პირებისთვის. სამშენებლო სფეროში ცნობიერების ამაღლება ხელს უწყობს კომპანიასა და მობინადრეებს შორის სანდო და ეფექტურ კომუნიკაციას.