back-arrow
შეკვეთილი - დაისვენეთ და იმკურნალეთ საქართველოში
10.11.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

შეკვეთილი - დაისვენეთ და იმკურნალეთ საქართველოში

შეკვეთილი არის პატარა საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ყოველწლიურად შეკვეთილი უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. კურორტის მთავარი სიამაყე ქვიშიანი სანაპიროა, რომელიც 3 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტს, რაც დანარჩენს არა მხოლოდ სასიამოვნოს, არამედ ჯანმრთელსაც ხდის.

მაგნიტური ველის გავლენით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები იცვლება, მაგნიტური ველი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სტიმულირებს ქსოვილთა რეგენერაციას.

შეკვეთილი

შეკვეთილში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი. ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებისა და დასვენებისთვის.

მაგნიტური ქვიშის აბაზანები, ძირითადად, ძვალ–სახსართა, პერიფერული ნერვული სისტემის, დაავადებების სამკურნალოდ, ასევე რაქიტის დროს გამოიყენება. ბავშვების შემთხვევაში, მაგნიტური ქვიშის აბაზანებს იღებენ, როცა მათ თანდაყოლილი ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები აქვთ. ასევე სქოლიოზის, ლორდოზის, კიფოზისა და ხერხემლის სხვა დეფექტების შემთხვევაშიც.

შეკვეთილი

შეკვეთილს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის გარდა, გასართობ-დასასვენებელი პოტენციალიც გააჩნია. აქ თავმოყრილია გასართობი და თემატური პარკები, წყლის ატრაქციონები, საკონცერტო დარბაზი. შეკვეთილის ატმოსფერო იდეალურია მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი არის  მათთვის, ვისაც სურს სასიამოვნო და სასარგებლო დასვენება ერთმანეთს შეუთავსოს.

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება