*7171
back-arrow
რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?
15.01.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს შეარჩევთ ბევრი ფიქრი და ძებნა გიწევთ. დღეს რომ საცხოვრებელს ეძებდეთ  რას აირჩევდით კერძო სახლს თუ ბინას კორპუსში? ორივე ვარიანტს თავისის დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და არჩევნი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა გააკეთოთ. თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსში ბინის შეძენა. ამ ბლოგში სწორედ დახურული საცხოვრებელი კომპლექსის  უპირატესობაზე ვისაუბრეთ თუ რის გამო აკეთებენ ადამიანები არჩევანს მასზე. 

მაშ ასე დავიწყოთ:

მეტი არჩევანი

საცხოვრებელ კომპლექსებში ბევრი ბინა იყიდება და თქვენ მრავალი შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი. თავად არჩევთ ბინის მდებარეობას, ხედს, ოთახების რაოდენობას და სხვა დეტალებს, რომლებიც იდეალურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

უსაფრთხო გარემო

დახურულ და დაცულ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს ფიქსირებული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, დამონტაჟებულია სპეციალური დომოფონი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, რაც უფრო დაცულს ხდის გარემოს. თითოეული მაცხოვრებელი თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, რაც საბოლოოდ მათ ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. 

ხელმისაწვდომობა და ხარჯეფექტურობა

საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების მთავარი უპირატესობა არის ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა, რაც მას თან ახლავს. აქ ბინები ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე დამოუკიდებელი ბინები და კერძო სახლები, არა მხოლოდ ადგილის შეძენის ან გაქირავების ასპექტით, არამედ შენარჩუნების ხარჯები საკმაოდ გონივრულია დამოუკიდებელი სახლის მართვასთან შედარებით. ბინების კომპლექსში მცხოვრებნი ერთად იზიარებენ საერთო ტექნიკურ ხარჯებს და გადასახადებს. 

პარკინგი

ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ახალ კორპუსებს აქვთ სპეციალურად მოწყობილი პარკინგის ადგილები. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საკუთარი პარკინგი და აღარ მოგიწევთ მანქანის ადგილის პოვნა სახლში დაბრუნებისას ან მანქანის გაჩერება სახლიდან მოშორებით. 

ცხოვრების სიმარტივე

ყველა ადამიანს უნდა მარტივი და კომფორტული ცხოვრება. თუ გყავთ მოხუცი მშობლები ან მცირეწლოვანი ბავშვები, მათი სახლში მუდმივად გაჩერება რთული იქნება. თუმცა, თუ თქვენ ცხოვრობთ კომპლექსში, არ უნდა ინერვიულოთ ამაზე, რადგან არსებობს მრავალი უსაფრთხოების ზომები. ხანდაზმულთა შემთხვევაში ბინების კომპლექსი უზრუნველყოფს მათთვის გადაადგილების სიმარტივეს – ლიფტების, პანდუსების და სხვა მსგავსი საშუალებების დახმარებით. თქვენ აღარ შეგეშინდებათ მათი გარეთ გასვლის, ბავშვების ეზოში ჩასვლის ან მაღაზიაში გასვლის, რადგან ყველაფერი აქვეა, თქვენ საცხოვრებელ სივრცეში.

მწვანე გარემო

დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში მწვანე სივრცეს და რეკრეაციულ ზონებს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა. მწვანე გარემო მთავარი უპირატესობაა, ინტენსიური მოძრაობისგან და გამონაბოლქვისგან თავისუფალი უბანი ბუნებრივია, რომ ბევრად ჯანსაღია ვიდრე ცალკე მდგომი საცხოვრებელი კორპუსი. 

დასასვენებელი ზონა

პროექტების უმეტესობას აქვს საკუთარი დასასვენებელი სივრცე. მაგალითად, თუ გსურთ გასეირნება მწვანე სივრცეში ან თქვენს შვილებს სურთ გართობა, არსად წასვლა არ მოგიწევთ, აქ არი სკვერი, სივრცე ბავშვებისთვის და ოთხფეხა მეგობრებისთვის, სასრიალოები და სტადიონები. მარტივად შეგიძლიათ ძალიან უსაფრთხო გარემოში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასვენოთ და დადებითი ემოციით აივსოთ. 

სოციალური ცხოვრება

საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობა არის ფუნქციონირებადი საზოგადოება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და განავითარონ ჯანსაღი ინტერაქტიული ურთიერთობები. ეს ძალიამ მნიშვნელოვანია ადამიანის სოციალიზაციისთვის. თქვენ  შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ თქვენს გატაცებას კითხვის, მუსიკის ან ფილმების მიმართ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პენსიაზე გასული ხანდაზმულებისთვის. ბავშვებს შეეძლებათ სათამაშო სივრცეში გართობა და ახალი მეგობრების შეძენა, მოზარდებისთვის არის რეკრეაციული ზონა. ფიტნესის მოყვარულთათვის არის სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, ირგვლივ თითქმის ყველაფერია, რაც გჭირდებათ –  მაღაზიები, ბანკები და კლინიკები.

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა

შეკვეთილის ახალი სახე

შეკვეთილი, როგორც ზღვისპირა კურორტი, უკვე წლებია მიმზიდველია დამსვენებლებისთვის

საუკეთესო დრო ბინის შეძენისთვის - რა უნდა ვიცოდეთ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია თუმცა, მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპი სხვადასხვა რისკებს და სარგებელს შეიცავს

ვინ არის მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

უძრავი ქონების განვითარების სფეროში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას

რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?

პარკინგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში, რომელიც აძლიერებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ფუნქციონალურობას