სიახლეები
ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში - ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა
მჭიდროდ დასახლებული დიდი ქალაქებისათვის, ურბანიზაციის ნეგატიური შედეგები უძველესი დროიდანაა ცნობილი: ხმაურის გაზრდილი დონე, ნარჩენების უტილიზაციის, ჰაერისა და წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის პრობლემები, არახელსაყრელი სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობა და სხვ. უძველესი აღმოსავლეთის ქალაქები: ბაბილონი, ალექსანდრია, მემფისი, ნინევია, ანტიკური სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები – რომი, ათენი და სხვ. – პრაქტიკულად იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რა პრობლემებიც დღევანდელი მსხვილი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი.
გარემოს დაბინძურებას პოსტინდუსტრიულ მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა ეკოლოგიური პრობლემები არც ძველი რომისთვის და არც ანტიკური საბერძნეთისთვის ყოფილა უცხო.
ენერგეტიკულმა კრიზისმა და გარემოს დაბინძურებამ ძველ ბერძნებს მზის პასიური ენერგიის გამოყენება ასწავლა – მათ დაიწყეს ქალაქებისა და შენობების მზის მიმართულებით მშენებლობა, რაც ბევრი მათი თანამედროვე ხალხისათვის სრულიად უცხო იყო.
გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი და, რაც მთავარია, ამ პროცესის შემდგომი ზრდის ტენდენცია ნელი ტემპით, მაგრამ კვლავაც გრძელდება.

2009 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპანია „სიმენსმა” („Siemens”) და დამოუკიდებელმა კვლევითმა და საკონსულტაციო ფირმა „The Economist Intelligence Unit (EIU)”-მა შეისწავლა 30 ევროპული ქალაქი (უმეტესად დედაქალაქები). გარემოსა და კლიმატის დაცვის კუთხით განხორცილებული სამუშაოების შესაფასებლად გამოყენებული 30 ინდიკატორი დაიყო 8 ძირითად ჯგუფად:
- CO2-ისემისია,
- ენერგია,
- შენობები,
- ტრანსპორტი,
- წყალი,
- ჰაერი,
- ნარჩენების/მიწის გამოყენება,
- გარემოს ეკოლოგიური მართვა.
ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი ის იყო, რომ ქალაქებს მიეცათ ერთმანეთის ცოდნისა და მიღწევების გაზიარების საშუალება. ასე, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ვენაში ყველაზე უკეთესი გამწვანებაა, დანიის ქალაქები ყველაზე უფრო ინტენსიურად იყენებენ ქარის ენერგიას, ლუბლიანაში ნარჩენების გადამუშავების საუკეთესო სისტემაა, პარიზში შესაძლებელია ველოსიპედებით უფასოდ სარგებლობა, სტამბულში დანერგილია ნაგავსაყრელებიდან მეთანის მიღების პროცესი, ტალინში კი ავტობუსები აღჭურვილნი არიან სპეცილური სისტემით, რომელიც შუქნიშნების მუშაობას მწვანე ტალღის პრინციპით უზრუნველყოფს.
აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა ლიდერი ქალაქები. კერძოდ, საერთო მაჩვენებლების ჯამით – საუკეთესო აღმოჩნდა კოპენჰაგენი.

კოპენჰაგენმა ჯერ კიდევ 1960 წელს დაიწყო თავის ურბანულ ცენტრში მანქანების შემცირება. იგი ყოველწლიურად 2-3%-ით ზრდის ფეხით მოსიარულეთა გზებს. ავტოპარკინგი ჩაანაცვლა 18 სკვერმა, რომელთა საერთო ფართობი 100 000 მ2. კომპაქტურობისკენ მიდრეკილი პოლიტიკის მეშვეობით ბევრი საჯარო დაწესებულება ქალაქის ცენტრშია და იქ მისვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება. ქალაქებში საფეხმავლო გზების გაფართოებამ ცენტრებში მნიშვნელოვანი მოგება ნახა ეკონომიკური და საცხოვრისის ვარგისიანობის კუთხით. საზოგადოებრივ სივრცეებში ვხვდებით შადრევნებს, ძეგლებს, საზოგადოებრივ ხელოვნებასა და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც იზიდავენ ხალხს, მაგ: რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და ა.შ. ყველა ქალაქს თავისი ისტორია აქვს, რაც მათ უნიკალურობას სძენს და კარგია ფეხით სასიარულოდ.

ენერგიის რაციონალურად გამოყენებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების კუთხით ქალაქი ოსლო ლიდერობს, მისი ახალი საერთაშორისო აეროპორტი ხისა და ბიოენერგიის საუბნო სისტემის მეშვეობით თბება. შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით – ქალაქი ბერლინი; ფრაიბურგი და ბერლინი მზის ქალაქებად იქცნენ, რადგან ხელს უწყობენ მზის ბატარეების დამონტაჟებას. სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის კუთხით – ქალაქი სტოკჰოლმი; წყლის რაციონალურად გამოყენებისა და ნარჩენების მენეჯმენტის კუთხით – ქალაქი ამსტერდამი, ჰაერის ხარისხის კუთხით – ქალაქი ვილნიუსი; გარემოს ეკოლოგიური მართვის კუთხით – ბრიუსელი.

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
რატომ ირჩევენ დიდ დიღომს? - უბნის მთავარი უპირატესობები და მომავლის პოტენციალი
რატომ გახდა დიდი დიღომი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება? გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს უბანს, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე
როგორ მოაქვს შეკვეთილის უძრავ ქონებას სტაბილური შემოსავალი?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.