News

როგორ უნდა გადააქციო შენი რეკომენდაცია 300 ლარად?
როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ სივრცეს, სადაც ვცხოვრობთ, არამედ იმ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც ამ სივრცის გარშემო იშლება. "ალფა სახლი" სწორედ ის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს კომფორტს, უსაფრთხოებასა და ღირებულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
კომპანიის უახლესი ინიციატივა - რეფერალური პროგრამა საშუალებას გაძლევთ თქვენი გამოცდილება რეალურ ფინანსურ სარგებლად აქციოთ.
რა არის "ალფა სახლის" რეფერალური პროგრამა?
თუ უკვე ფლობ ბინას “ალფა სახლში”, შენ ავტომატურად ჩართული ხარ რეფერალ პროგრამაში, რომელიც შენი გარემოცვის წარმატებაზე ზრუნვას რეალურ ბონუსად აქცევს. მხოლოდ ერთი წარმატებული რეკომენდაცია - და შენ იღებ 300 ლარის ბონუსს, რომელიც ირიცხება პირდაპირ შენს მობინადრეთა პანელზე.
ეს თანხა რეალურად ამცირებს შენს ყოველთვიურ ხარჯებს იმ სერვისებზე, რომლებიც ყოველდღიურ კომფორტს განაპირობებს:
- კორპუსის საერთო სივრცეების მოვლა და სისუფთავე;
- ლიფტის ტექნიკური მომსახურება;
- უსაფრთხოება შენს უბანში.
როგორ მუშაობს პროგრამა?
საჭიროა რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:
- ავტორიზაცია მობინადრეთა პანელში;
- მოძებნე ღილაკი - "გამოიმუშავე თანხა“;
- დააკოპირე შენი უნიკალური რეფერალური კოდი;
- გაუზიარე ის მეგობარს, ახლობელს ან ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ბინის შეძენით;
- თუ მყიდველი ბინის ყიდვისას რეფერალურ კოდს მიაწვდის “ალფა სახლის” გაყიდვების მენეჯერს და წარმატებით გააფორმებს ხელშეკრულებას, შენ ავტომატურად მიიღებ 300 ლარს შენს მობინადრეთა პანელის ბალანსზე.
რეფერალური მოდელი - დასავლური უძრავი ქონების კომპანიების წარმატებული გამოცდილებაა, რომელიც საქართველოში უკვე აპრობირებულია და "ალფა სახლმა“ ეს მოდელი წარმატებით დანერგა.
ეს პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას:
- გახდე თანამონაწილე შენი უბნის განვითარების პროცესში;
- გახადო შენი ინვესტიცია უფრო ღირებული - რაც მეტი წარმატებული რეკომენდაცია, მით მეტი ბონუსი;
- გააძლიერო შენი ფინანსური მდგრადობა - ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე;
- დაეხმარო შენს ახლობლებს სწორი საცხოვრებელი არჩევანის გაკეთებაში.
"ალფა სახლი“ - ყველგან, სადაც მეზობლობა, სანდოობა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, კომპანია გაძლევს შესაძლებლობას, შენი ნდობა და კმაყოფილება გააზიარო სხვებთან და ამავდროულად მიიღო ფინანსური სარგებელი.
Numerical Portrait of Shekvetili
The vast, blue sea, sunny beaches, green pine forests, and comfortable hotels attract many vacationers every year.
The investment potential of seaside resorts is growing
The demand for coastal cities in Georgia is constantly growing, especially during the summer season, which
Projects that became the best investments
"Alpha Home" always chooses the most promising neighborhoods for its future residents.
Apartment with a "Skhva Karkasi" - when you don't want to waste time and money
The "Skhva Karkasi" proposed by "Alpha House" implies a new standard, which is significantly different from the so-called white or green frame.
Commercial space in Gldani - an investment for the future from "Alpha Home"
Imagine a place where everything is ready to start your business!