სხვა კარკასი
რა ღირს? - ესაა ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ბინის შეძენის მსურველთათვის, რომელსაც მოსდევს მეორე ყველაზე აქტუალური კითხვა - როგორი კონდინციით ბარდება ბინა? ჩვენი პასუხია - სხვა კარკასით! და მაინც რას ნიშნავს ეს?
ალფა სახლის მიერ შემოთავაზებული "სხვა კარკასი" ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან. ეს არის პრაქტიკულად მზა ბინა, რომელსაც უკვე გავლილი აქვს გენერალური სამშენებლო და ტექნიკური ეტაპები, რაც მომხმარებელს უზოგავს ყველაზე მთავარს - დროს, ენერგიასა და ფულს.
რამდენად მომგებიანია თეთრი კარკასის კონდინციით შევიძინოთ ბინა, კვ.მ. $1100 თუ მის საცხოვრებლად მოსაწყობად კვადრატულ მეტრზე ამ თანხის მეხუთედის გაღება, მრავალი თვე და უდიდესი ენერგიის გაღება მოგვიწევს? ის, რაც ერთი შეხედვით ძვირი შეიძლება გვეგონოს, ხშირად მეტ მოგებას გვაძლევს.
"სხვა კარკასით" ბინები ბარდება მხოლოდ ალფა სახლის მასშტაბურ პროექტში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში. სხვა კარკასის კონცეფცია დაფუძნებულია მწვანე კარკასის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პრაქტიკულად პრემიუმ შეთავაზების ბიუჯეტური ვერსია მიიღონ. მათ არ მოუწევთ ხანგრძლივი ლოდინი და ხარჯიანი სამუშაოები, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. იმ ფონზე, როდესაც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო დროს, ნელ-ნელა მკვიდრდება მწვანე კარკასის კონდინცია, ალფა სახლმა გადაწყვიტა მისთვის ერთი ნაბიჯით გაესწრო.
შედეგებიც არ აყოვნებს და ინოვაციური შეთავაზება სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს.
დიდ ფუფუნებას წარმოადგენს, როდესაც ყველა უმნიშვნელო დეტალზე რესურსის გაღება არ გიწევს. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო ელემენტი, როგორიც დენცქვიტაა, საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მისი შერჩევა/მონტაჟიც ყურადღებას მოითხოვს. არ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა იატაკისა თუ კედლის სისწორეზე, არც დგარების ამოყვანის რთულ პროცესსა და სველ წერტილებზე.
ბინაში დაგხვდებათ სრულად გამართული კომუნიკაციები - წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირისა და ელექტროობის ქსელები. ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური სამუშაოები უკვე შესრულებულია - თქვენ აღარ გჭირდებათ ხელოსნების ძიება და ხარისხზე ფიქრი.
ბინაში ამოყვანილი იქნება შიდა ტიხრები, 10 სმ სისქის ბლოკით, რაც გამძლეობასთან ერთად უზრუნველყოფს უკეთეს ხმის იზოლაციას ოთახებს შორის. ტიხრები გალესილია თაბაშირისა და პერლიტის ნაზავით - მასალა, რომელიც სუნთქავს, კარგად ინარჩუნებს ზედაპირს და ამზადებს კედლებს საბოლოო დეკორატიული ლესვისთვის.
კეთილმოწყობილი და ესთეტიკური იქნება საერთო სივრცეები. კერამიკული ფილით მოპირკეთებული სადარბაზო/დერეფნები, კიბეები ბუნებრივი გრანიტით და უახლესი ტექნოლოგიებით გამართული 3 ლიფტი.
რასაკვირველია, დღეს კორპუსები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეები არაა. კომპანიის მხრიდან დიდი ყურადღება ენიჭება კორპუსის ფუნქციურ ელემენტებსა და მენეჯმენტს. თქვენს საცხოვრებელზე პირველ შთაბეჭდილებას ლობი ქმნის. გარემონტებული ლობი, გარდა ვიზუალური კუთხისა, შენობას მეტად პრესტიჟულს ხდის და მის ღირებულებასაც ზრდის. ეს სივრცე ხდება სამეზობლო ურთიერთობების განვითარების კარგი საწყისიც. კორპუსის მოვლა-პატრონობის გრძელვადიანი მდგრადობისთვის შექმნილია პერსონალისა და დიასახლისებისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე.
სხვა კარკასი მოიცავს:
- მაღალი ხარისხის რკინის კარი - თქვენი დაცულობისთვის (დროებითი და მუდმივი გასაღებით);
- შავი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინაპაკეტით, რომელიც აღჭურვილია გაღება/გადმოკიდების მექანიზმით - უზრუნველყოფს ბინის მოქნილ ვენტილაციასა და ხმის იზოლაციას;
- აივანზე დაგებული კერამიკული ფილები და რკინის მოაჯირები - თქვენი სასიამოვნო საზაფხულო სივრცისთვს;
- ბინის შიდა პერიმეტრზე აპარატურული მეთოდით მოჭიმული იატაკი - არანაირი ძალისხმევა იდეალური სისწორისთვის:
- გალესილი კონტურული კედლები - ინტერიერის მოწყობის გამარტივებისთვის;
- UPS-ით აღჭურვილი ლიფტი - ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო თქვენთვის;
- თელმიკოს, თბილისი ენერჯისა და GWP-ს მრიცხველების მონტაჟი, აბონირება და ჩართვა - ნაკლები ხარჯი თქვენი მხრიდან, რომელიც რამდენიმე ათას ლარს დაგაზოგინებთ.
ალფა სახლი აგრძელებს მუშაობას ბაზარზე საუკეთესო შეთავაზებების შექმნისთვის. "ალფა სახლი" ქმნის მომავლის პროექტებს!