back-arrow
რა უნდა ვაჩუქოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს ახალ ბინაში გადასვლისას
15.03.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

რა უნდა ვაჩუქოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს ახალ ბინაში გადასვლისას

ახალი სახლი დიდი სიხარული უამრავი პოზიტიური ემოცია და ახალი ცხოვრების დასაწყისია. ხშირად გვიფიქრია რა ვაჩუქოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს - მეგობრებს, ახლობლებს თუ თანამშრომლებს ამ სასიხარულო ამბის მისალოცად.

გთავაზობთ  რამდენიმე გამორჩეულ და  რაც მთავარია გამოსადეგ საჩუქარს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს გაუხარდება:

საჩუქრები ჰობის მიხედვით:

  • კულინარია: ნებისმიერი სამზარეულოს აქსესუარი - ლამაზი და მაღალი ხარისხის ჭურჭლით დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. 
  • სპორტი: სახლში სავარჯიშოდ საჭირო ნებისმიერი აქსესუარები -სავარჯიშო ბორბალი, ნაჭრის ელასტიური სავარჯიშო ნაკრები, ლახტი ან დასაფენი სავარჯიშო ხალიჩა. 
  • მცენარეები: სახლის მცენარეები და მათი მოსავლელი აქსესუარები. 
  • წიგნები: წიგნების ნაკრები, კარადა, ლამაზი ღია წიგნის თაროები და სხვა კითხვასთან და წიგნებთან დაკავშირებული აქსესუარები. 

საჭირო ნივთები:

ტექსტილი: თეთრეული ზედმეტი არასდროს არის. ამიტომ ახალმოსახლეობაზე შეგიძლიათ თავისუფლად მიიტანოთ საჩუქრად თეთრეული და არ იდარდოთ იმაზე, დასჭირდება თუ არა ის თქვენ ახლობლებს. ასევე თბილი და ფუმფულა პლედები და ბალიშები  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  და გამოსადეგი საჩუქარია.

დეკორატიული ნივთები:

სანთლები, სურნელოვანი ჩხირები და ჰაერის დამატენიანებელი - ეს აქსესუარები  შეინარჩუნებენ სასიამოვნო და ჯანსაღ მიკროკლიმატს ოთახში, საათი, ლამაზი ჭაღი, ბრა ან ლამფა და ხალიჩა - ეს ნივთები ნებისმიერ ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს. 

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება