back-arrow
„სხვა უბანი“ – მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში!
15.11.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

„სხვა უბანი“ – მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში!

დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი მდებარეობა ხდება. ის ადამიანები, ვინც ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა, ამავდროულად, სურთ, რომ ცენტრალურ უბნებთან და მნიშვნელოვან ლოკაციებთან ახლოს იყვნენ, საცხოვრებლად სწორედ ამ ტერიტორიას ირჩევენ. 

ამასთან ერთად, როდესაც ადამიანები სახლის შეცვლას ან ახლის შეძენას გადაწყვეტენ, დიდ ყურადღებას აქცევენ ხარისხიან, უსაფრთხო სამშენებლო მასალებს, სწორ დაგეგმარებასა და ჯანსაღ გარემოს. მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის ეს პირობები აუცილებელია.

სწორედ დიდი დიღმის პერსპექტივებსა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით დავიწყეთ  უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსის პროექტზე მუშაობა და მას „სხვა უბანი” დაერქვა. სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინიუბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ აშენდება 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და განთავსება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: აფთიაქი, სუპერმარკეტი, 4 სპორტული მოედანი, სკვერი და სხვა.

6 კორპუსი

ჩვენმა მომხმარებელმა უკვე იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს გახადოს საცხოვრებელი გარემო არამხოლოდ კომფორტული, არამედ იზრუნოს ჯანსაღ და გამწვანებულ გარემოზე. 

ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა, რაც მას გამოარჩევს, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ მისი მასშტაბურობა და მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეა. ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობა, რაც გამოხატულია ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვით.

პროექტი თავისი მასშტაბით, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ჩამოუვარდება დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს, როგორებიცაა მაგალითად: დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა), ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა),  კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა), კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ. შესაბამისად, „სხვა უბანი“ მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსების ერთობლიობა კი არ იქნება, არამედ თითოეული მობინადრე  შეძლებს კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება და დაისვენოს, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში.

ალფა სახლი

ასეთი მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა.

მშენებლობა დაიწყება 1 დეკემბრიდან!

უკვე მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვები! 

დეტალებისთვის დარეკეთ: 245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171

საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 514 10 70 70

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება