back-arrow
როგორ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ შეძენილი უძრავი ქონების ფასი - კორპუსის მოვლა პატრონობა
24.11.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ შეძენილი უძრავი ქონების ფასი - კორპუსის მოვლა პატრონობა

სუფთა და განათებული სადარბაზო, გამართული ლიფტი, მოვლილი, კეთილმოწყობილი ეზო და პარკინგი, სუფთა, ლამაზი კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერს - ეს თითოეული მოსახლის სურვილია, რომელიც გარდა ესთეტიური სილამაზისა და კომფორტისა თქვენს მიერ შეძენილ უძრავ ქონებას დროთა განმავლობაში ღირებულებას მხოლოდ გაუზრდის. 

თქვენ უკვე იცით, რომ დიდი დიღმის პერსპექტივებსა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით დავიწყეთ  უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსის პროექტზე მუშაობა, რომელსაც  „სხვა უბანი” ჰქვია. პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინი უბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ აშენდება 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და განთავსება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: აფთიაქი, სუპერმარკეტი,  სპორტული მოედნები, სკვერი და  სივრცეები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. 

სხვა უბანი

აღნიშნული პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე  ჩვენ „სხვა უბნის”  მობინადრეებს ვთავაზობთ ტერიტორიის მომსახურების სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს:

1. საერთო სარგებლობის ფართის დასუფთავებას;

2. ლიფტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;

3. ლიფტით სარგებლობისთვის საჭირო ბარათის (ე.წ. „ჩიპის") გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;

4. კორპუსის სახურავის მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მისი შეკეთებას;

5. წყლის მისაწოდებელი სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;

6. სადარბაზოს, მისაღების (არსებობის შემთხვევაში) და ეზოს (არსებობის შემთხვევაში) განათებისთვის საჭირო ელ. ენერგიის გადასახადის გადახდას;

და სხვა სახის მომსახურებას, რომელიც გამოყენებული იქნება კომპლექსის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობისთვის, აღნიშნული სერვისის მეშვეობით მთელი კომპლექსის ტერიტორია იქნება მოვლილი და კეთილმოწყობილი.

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება