popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow

მობინადრეების პანელი

ციფრული სერვისები დღეს უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო უძრავი ქონების მართვაში მთავარი ღირებულება არის სიმარტივე, გამჭვირვალობა და მუდმივი კონტროლი. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად შევქმენით მობინადრეების პანელი - თანამედროვე ონლაინ პლატფორმა, რომელიც თქვენი ბინის ფინანსურ მართვას კიდევ უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს ხდის.

რა არის მობინადრეების პანელი?

ეს არის ონლაინ სისტემა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი თქვენი ბინასთან დაკავშირებული ფინანსური და ადმინისტრაციული ინფორმაცია. პანელი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღოთ საჭირო მონაცემები და მართოთ პროცესი დამოუკიდებლად. პანელში შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ თქვენი ბინის დეტალურ მონაცემებს;
  • აკონტროლოთ გადახდის გრაფიკი და დარჩენილი თანხა;
  • ნახოთ ინვოისები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები;
  • დაუკავშირდეთ თქვენს პირად მენეჯერს/მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერს.

                 

სად უნდა ვნახო პანელი?

"ალფა სახლის" ვებსაიტზე მარჯვენა ზედა კუთხეში არის ღილაკი "ავტორიზაცია". დააჭირეთ ღილაკს გადახვალთ ახალ გვერდზე და გაიარეთ ავტორიზაცია.

ასეცე გვაქვს შექმნილი აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენს მობილურში და თვალი ადევნოთ ცვლილებებს. 

როგორ შევიდე პანელში?

ავტორიზაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გადახვალთ ახალ გვერდზე სადაც უნდა შეავსოთ მონაცემები.

  - მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი;

  - ჩაწერეთ ტელეფონის ნომერი (რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული);

  - მიიღებთ ერთჯერად ავტორიზაციის კოდს SMS-ის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. (თუ იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ და არ გაქვთ ქართული ნომერი, კოდის მიღებას მარტივად შეძლებთ ელფოსტაზე);

  - კოდის შეყვანის შემდეგ, დააჭირეთ ავტორიზაციას და შეძლებთ შესვლას თქვენს პერსონალურ გვერდზე.  

რას იხილავთ მობინადრეების პანელში?

თქვენს პერსონალურ პანელში/აპლიკაციაში შესვლისას, დაგხვდებათ შემდეგი ინფორმაცია.

1. დეშბორდი

დაგხვდებათ შემდეგი ინფორმაცია:

  • ბინის მიმდინარე ღირებულება და გადახდის პროგრესი ერთი შეხედვით;
  • GEL / USD კურსის ცოცხალი კონვერტაცია (ეროვნულ კურსზე მიბმული);
  • სწრაფი ღილაკები - ბონუს ქულების გამოტანა, ინვოისი, გადახდები, მშენებლობა;
  • ბოლო განახლების თარიღი - აღნიშნავს ბოლო ჩანაწერის დროს, როდესაც სისტემაში აისახა ჩარიცხული თანხები და გადახდები. (სხვა უბანის პროექტზე შექმნილია რეფერალ სისიტემა, რომლის დახმარებით ყოველდღიურად ავტომატურად აისაება გადახდები);
  • ბოლო ჩარიცხვის თარიღი - მობინადრის მიერ ბოლო თანხის ჩარიცხვის თარიღი;
  • შეძენილი უძრავი ქონება - რაოდენობა;
  • დავალიანება.

2. შეძენილი უძრავი ქონება 

  • შეძენილი უძრავი ქონება - ყველა ერთ პროფილში;
  • შეძენილი უძრავი ქონების შესაბამისი პროექტის (მიმდინარე და დასრულებული) დასახელება თავისი მონაცემებით (ბინა, ბლოკი, სართული).
  • გადახდილი თანხის პროცენტი და დაფარული/დასაფარი თანხა.

3. ინვოისი

ყოველთვიური ინვოისი - ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად შედგენილი ინვოისი, რომელშიც მითითებულია გადასახდელი თანხის ოდენობა და კომპანიის საბანკო რეკვიზიტები;

ბანკისთვის განკუთვნილი ინვოისი - იმ შემთხვევაში, თუ მობინადრე გადაწყვეტს ბანკის სესხზე გადასვლას და ასრულებს კომპანიასთან მოქმედ შიდა უპროცენტო განვადებას, შესაძლებელია ბანკისთვის განკუთვნილი ინვოისის მიღება. აღნიშნულ ინვოისში ასახულია უძრავი ქონების სრული ღირებულება, უკვე დაფარული თანხა და დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა.

4. უძრავი ქონების მონაცემები

მობინადრეების პანელში წარმოდგენილია თქვენი უძრავი ქონების სრული და დეტალური ინფორმაცია, მათ შორის:

  • უძრავი ქონების შეძენის ანუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი;
  • უძრავი ქონების ტიპი - ბინა/აპარტამენტი/დუპლექსი/ავტოფარეხი;
  • უძრავი ქონების ჯამური ფართი და აივნის კვადრატულობა;
  • უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების PDF ფაილი;
  • უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ღირებულება;
  • დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც სავალდებულოა, რომ გაეცნოთ და მოაწეროთ ხელი, ეს შეიძლება იყოს თქვენი ბინის ნახაზი ან პასპორტი;
  • უძრავი ქონების ჯამური ღირებულება;
  • უძრავი ქონების დაფარული თანხის რაოდენობა და პროცენტი;
  • უძრავი ქონების დასაფარი თანხის რაოდენობა და პროცენტი;
  • დავალიანების ინფორმაცია - ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, პანელში ავტომატურად აისახება დავალიანების ოდენობა და პერიოდი;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკით საბოლოო შემონატანის თარიღი.

5. გადახდის გრაფიკი

პანელში იხილავთ თვეების მიხედვით დალაგებულ გრაფიკს, სადაც ჩანს რომელი თვეებია უკვე დაფარული და რომელი - დასაფარი.

გრაფიკი - ნასყიდობის ხელშეკრულების მოხედვით დადგენილი გადახდის გრაფიკი;

ჩარიცხვები - მობინადრის მიერ ყოველთვიურად შემოტანილი თანხის თარიღი;

ვადაგადაცილების სია - მობინადრის მხრიდან ყოველთვიური თანხის შემოტანის ვადაგადაცილების თარიღი და თანხის რაოდენობა. 

6. დოკუმენტი

ნასყიდობის ხელშეკრულების (ერთიანი/წინარე) ხელშეკრულების pdf ფაილი. 

7. მშენებლობა

  • ეტაპობრივი განახლებები - თარიღით, სართულით, ბლოკის დეტალებით;
  • რეალური ფოტომასალა თითოეულ ეტაპზე;
  • მშენებლობის პროცენტული პროგრესი ვიზუალურად.

8. ბინის ფასის ზრდა

  • ბინის ღირებულების ევოლუცია შეძენიდან დღემდე - გრაფიკით
  • საბაზრო ტენდენციები და კვ.მ. ფასის დინამიკა.

6. კომუნიკაცია და მხარდაჭერა

პანელში არის დამატებითი გვრდები მარტივი და ეფექქტური კომუნიკაციისთვის. 

მხარდაჭერა - სადაც ხედავთ თქვენი პირადი მენეჯერის (ვისგანაც შეიძინეთ უძრავი ქონება) და მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი). ასევე დამატებით არის დამატებით ღილაკი "ახალი მოთხოვნა" - რომელზე დაკლიკებით შეგიძლიათ დააფიქსიროთ ნებისმიერი საკითხი (ტექნიკური, ფინასნური, იურიდიული და მშენებლობასთან დაკავშირებული). 

რატომ არის მობინადრეების პანელი მნიშვნელოვანი?

მობინადრეების პანელი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ბინის მართვა იყოს მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული. ის გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე - ნებისმიერ დროს ხედავთ გადახდებს, დარჩენილ თანხას, ინვოისებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ყოველგვარი ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე.

ერთიანი ციფრული სივრცე უზრუნველყოფს სიზუსტეს, დროის დაზოგვას და უსაფრთხოებას. საჭირო ინფორმაციის მისაღებად აღარ გჭირდებათ ძიება ან დამატებითი ზარები - ყველაფერი, რაც თქვენს ბინას უკავშირდება, თავმოყრილია ერთ სისტემაში და მუდმივად ხელმისაწვდომია.

მობინადრეების პანელი ქმნის გამჭვირვალე ურთიერთობას, ამცირებს დისტანციას კომპანიასა და მობინადრეს შორის. ეს არის ნდობა, სიმარტივე და სრული კონტროლი ერთ სივრცეში.