back-arrow

სახლი ბაგებში “ალფა სახლის”  ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, როგორც მშენებლობის ხარისხის, ისე მდებარეობის მიხედვით.

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბაგებში,  წყნეთის გზატკეცილზე, 41 ნომერში მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ესაა - გამწვანებულ, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში, რეკრეაციულ სივრცეში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი,მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალითა და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქმნება.

პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის  გამძლეობაზე.

მშენებლობა ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2020 წლის ოქტომბერში, თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება მობინადრეებს.

ორსადარბაზოიანი, კორპუსი 11- სართულიანია და 76 ბინას მოიცავს. ბოლო, მეთერთმეტე სართულზე შესაძლებელია აპარტჰოტელის განთავსება - საუკეთესო ხედები დასვენებისა და განტვირთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

კორპუსი შემოსაზღვრული იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი; -2 სართულზე კი განთავსებული იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომი.

მიუხედავად იმისა, რომ ბინების დიდ ნაწილი უკვე გაყიდულია, მსურველებს ფართების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ - ყველაზე მცირე ზომის ფართი 54,3კვმ-ია, ხოლო ყველაზე დიდი - 114,3 კვმ.  ბინების ჭერის სიმაღლე 3 მეტრია.

მაღალი კლასის საცხოვრებელი კორპუსი, მაქსიმალურადაა ორიენტირებული მობინადრეთა კომფორტზე.

კორპუსში იტალიური წარმოების, UPS-ით უზრუნველყოფილი  ორი თანამედროვე ლიფტია - სამგზავრო და სატვირთო. ლიფტით სარგებლობა შესაძლებელია ავტოსადგომზეც.

რაც შეეხება სამშენებლო მასალას, პრემიუმ ხარისხის პროექტი  უმაღლესი ხარისხის მასალით შენდება და აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. გამოიყენება თბოიზოლირებული, ენერგოეფექტური ბედეგის ბლოკი, იზობლოკი და პერლიტის ბლოკი.

კორპუსის გარე ფასადის გარკვეული ნაწილი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვით, ტრავერტინის ფილებითა და დეკის მასალით, ხოლო ნაწილი შეიღებება უმაღლესი ხარისხის საღებავით, რომელიც მინიმუმ რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს.

შიდა ტიხრებისთვის  გამოყენებულია 10 სმ-იანი ბლოკი, რომელიც ილესება პერლიტის და თაბაშირის ნაზავით.

ფანჯრები -   შავი ფერის, უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასისაა, ხუთშრიანი, ორმაგი მინითა და ორი მექანიზმით; აქვს დათბუნება.

რკინის კარი, ისევე როგორც მოაჯირები, დამზადებულია  „ ალფა სახლის“  კუთვნილ  საამქროში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის მასალით.

მიიღე ქალაქში, ქალაქიდან გაუსვლელად, კომფორტი, სიმწვანე და ჯანსაღი გარემო ერთად!

სახლი ბაგებში იქმნება შენთვის!

ჩვენ ვქმნით თქვენთვის მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს მწვანე გარემოში!