სახლი ისანში “ალფა სახლის” ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, როგორც მშენებლობის ხარისხის, ისე მდებარეობის მიხედვით.

საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის 57 ნომერში მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ესაა _ გამწვანებულ, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში, რეკრეაციულ სივრცეში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალითა და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქმნება.

პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის გამძლეობაზე.

მშენებლობა ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2021 წლის თებერვალში, თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება მობინადრეებს.

ორსადარბაზოიანი, კორპუსი 11- სართულიანია და 71 ბინას მოიცავს. ბოლო, მეთერთმეტე სართულზე შესაძლებელია აპარტჰოტელის განთავსება - საუკეთესო ხედები დასვენებისა და განტვირთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

კორპუსი შემოსაზღვრული იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი;

მიუხედავად იმისა, რომ ბინების ნაწილი უკვე გაყიდულია, მსურველებს ფართების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ - ყველაზე მცირე ზომის ფართი 55.0 კვმ-ია, ხოლო ყველაზე დიდი - 84.8 კვმ. ბინების ჭერის სიმაღლე 3 მეტრია.

საცხოვრებელი კორპუსი, მაქსიმალურადაა ორიენტირებული მობინადრეთა კომფორტზე.

კორპუსში იტალიური წარმოების, UPS-ით უზრუნველყოფილი ერთი თანამედროვე ლიფტია - სატვირთო.

რაც შეეხება სამშენებლო მასალას, უმაღლესი ხარისხის მასალით შენდება და აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. გამოიყენება თბოიზოლირებული, ენერგოეფექტური ბედეგის ბლოკი, იზობლოკი და პერლიტის ბლოკი.

კორპუსის გარე ფასადის გარკვეული ნაწილი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვით, ტრავერტინის ფილებითა და დეკის მასალით, ფასადი იქნება კრემისფერისა და ყავისფერის მიმზიდველი შეხამება. შავი მეტალის და ღია ფერის მინის მოაჯირები, ყავისფერი ხის ფაქტურით დამშვენებული ექსტერიერი და კრემისფერი მაღალი ხარისხის ფაქტურული ლესვა.

შიდა ტიხრებისთვის გამოყენებულია 10 სმ-იანი ბლოკი, რომელიც ილესება პერლიტის და თაბაშირის ნაზავით.

ფანჯრები - რუხი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, 2 მექანიზმით, ხუთშრიანი, ორმაგი მინაპაკეტით.

რკინის კარი, ისევე როგორც მოაჯირები, დამზადებულია „ ალფა სახლის“ კუთვნილ საამქროში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის მასალით.

სახლი ისანში იქმნება შენთვის!

ჩვენ ვქმნით თქვენთვის მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს მწვანე გარემოში!