*7171
back-arrow
დასრულებული გააზიარე: Facebook
დაზოგე 25 000 ლარიდან
დაზოგე 25 000 ლარიდან

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. 

პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს: 

  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

მაგალითად თუ განვიხილავთ ისნის პროექტს და 6%-დან სუბსიდირებას თქვენ შეგიძლიათ 55კვ.მ ბინაზე დაზოგოთ მინიმუმ 25 000 ლარი.

ასევე გეტყვით რომ სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს ალფა სახლი ვაჟას პროექტზეც.