popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
7- მიზეზი ცურვის დასაწყებად
09.03.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

7- მიზეზი ცურვის დასაწყებად

ცურვა დადებით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ  ჯანმრთელობაზე. წყალი ადუნებს, ამშვიდებს, ხსნის სტრესებს, აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს ძილს. წყლის პროცედურების წყალობით ძლიერდება ნერვული სისტემა, ჩნდება სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება. მოდუნება კი ააქტიურებს ნერვული სისტემის დაბოლოებების მუშაობის უნარს. 

რეგულარული ცურვა:

1. უხდება მთლიან ორგანიზმს
ექიმების უმრავლესობა ყველა სხვა ვარჯიშიდან უპირატესობას ცურვას ანიჭებს, რადგან ის თითქმის ყველა დაავადებას უხდება, ხოლო ჯანმრთელ ორგანიზმს კი უფრო მეტად აკაჟებს. რაც ყველაზე მთავარია სპორტის ამ სახეობას არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. ცურვა გვაძლევს: ჯანმრთელ გულს, ფილტვებს, ძლიერ კუნთებს და მოქნილ სახსრებს.

2. დააჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმის წვას
ცურვა წონის დაკლების შესანიშნავი გზაა! აუზში გრილი წყლის არსებობის შემთხვევაში ორგანიზმს  გასათბობად უწევს დამატებითი ენერგიის დახარჯვა, რის გამოც უფრო მეტ კალორიას წვავს. ცურვის დროს მუშაობს ადამიანის თითქმის ყველა კუნთი, რაც ხელს უწყობს მთლიანად სხეულის ტონუსში ყოფნას. წყალში გატარებული ერთი საათით თქვენ  მინიმუმ 500 კკალორიის დაწვა შეგიძლიათ.

3. დაგეხმარებათ ხერხემლის პრობლემების დავიწყებაში
ადამიანის სხეული წყალში უფრო ნაკლებ ზეწოლას განიცდის, ვიდრე ხმელეთზე.  თუ ხშირად გეუბნებიან რომ ზედმეტად მოხრილი ხართ, მაშინ ცურვა სწორედ თქვენთვისაა. ცურვა აძლიერებს სახსრებსა და კუნთებს ხერხემლის გარშემო, რაც შესანიშნავი საშუალებაა სხეულს ფორმის კორექტირებისთვის.

4. გაგიუმჯობესებთ ფსიქიკას
ცნობილი ფაქტია, რომ  ვარჯიშის დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენდორფინი ადამიანს ნერვულ სისტემაზე  დადებით ზემოქმედებას ახდენს. წყალში ჩასვლა ადამიანის მიერ აღიქმება როგორც საწყისთან დაბრუნება, დედის მუცელში კომფორტულად ჰყოფნის პერიოდად. წყალს მოაქვს კომფორტი და სიმშვიდე.British Journal of Psychiatry- ი გამოქვეყნებული  ბოლო კვლევები ადასტურებენ, რომ  ცურვა, ხელს უწყობს სტრესის და დაძაბულობის მოხსნას. 

5. გაგიძლიერებთ იმუნიტეტს
როდესაც უჯრედები რეგულარულად იღებენ საკმარის სისხლსა და ჟანგბადს ისინი უკეთ ფუნქციონირებენ, უკეთესად ახერხებენ მავნე ნივთიერებების გამოდევნას სხეულიდან. ეს კი იმას ნიშნავს რომ სხეული უკეთ ფუნქციონირებს და იმუნიტეტიც უფრო ძლიერია.

6. დაგავიწყებთ ასაკს
მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სანამ ადამიანი ცურავს, ის გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, ქოლესტერინის დონეზე, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ცენტალური ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე, კოგნიტურ უნარებზე, კუნთოვან მასას და სისხლის მიმოქცევაზე, რაც ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებისთვის ასე მნიშვნელოვანია.

7. დაგავიწყებთ უძილობას
რეგულარული ცურვის დროს  ადამიანის ორგანიზმს მიმდინარე დადებითი პროცესები გავლენას ახდენს, როგორც მის ფიზიკურ ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე წყლის პროცედურების წყალობით ძლიერდება ნერვული სისტემა, შედეგად ნაკლებია სტრესი, რომელიც ხელს გვიშლის ნორმალურ ძილში, რომელიც ასე აუცილებელია დღევანდელ გარემოში 

ცურვა- ეს არის ერთგვარი ფიზიოთერაპია, რომელიც დღეს ყველა ადამიანს სჭირდება. მისი მეშვეობით თქვენ უმკლავდებით სტრესს და იუმჯობესებთ იმუნიტეტს. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა რომ 21-საუკუნეში ადამიანს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს და მათთან გასამკლავებლად საჭიროა- როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. მათ, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვთ. 

ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება

საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც

"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ

"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის

ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა

"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან

კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის