სიახლეები
როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?
ცხოვრება ქალაქში ხშირად ხმაურიანია და სტრესით სავსეა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლში თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნონ. სწორედ ასეთ გამოცდილებას სთავაზობს “ალფა სახლის” მასშტაბური პროექტი - “სხვა უბანი” მომხმარებლებს, რომელიც დიდ დიღომში, პეტრე იბერის 13 ნომერში მდებარეობს.
"სხვა უბანი” არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის პატარა ქალაქი ქალაქში. 16 ჰექტარზე განთავსებული პროექტი მოიცავს 14 კორპუსს, 22 საცხოვრებელ ბლოკს, 2 საბავშვო ბაღს, სკოლას, 50,000 კვ.მ კომერციულ და საოფისე ფართებს, 3,500+ ავტოფარეხს და 60,000 კვ.მ გაშენებულ სარეკრეაციო ზონას.

“სხვა უბნის” ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - მწვანე ზონების მასშტაბურობაა. კომპლექსში შენდება პარკები, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და სივრცეები ოთხფეხა მეგობრებისთვის. ეს ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები თავისუფლად და უსაფრთხოდ ითამაშებენ. მწვანე ზონები ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ტემპერატურის რეგულაციასა და ხმაურის შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებელ სივრცეში.
კომპლექსი მოიცავს 4 სტადიონს და მრავალფუნქციურ სპორტულ მოედნებს, რაც თითოეულ მობინადრეს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს აქტიური ცხოვრების სტილი, გაერთოს და შეხვდეს თავის მეზობელ-მეგობრებს სპორტული აქტივობის დროს. ასეთი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ აძლიერებს საერთო სოციალურ ცხოვრებას და მეზობელობას კომპლექსში.
“სხვა უბანში” ორი საბავშვო ბაღი და სკოლა უზრუნველყოფს ოჯახებისთვის კომფორტს. მშობლებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე გადაადგილება სასწავლო დაწესებულებებში მისასვლელად - ყველაფერი ხელმისაწვდომია კომპლექსში. ამასთან, უსაფრთხო, იზოლირებული სივრცეები დაეხმარება ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლად თამაშში და მეგობრების შეძენაში.
კომპლექსის ფართო რეკრეაციული ზონები, სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები დაეხმარება მობინადრეებს დატვირთული დღის ბოლოს მოდუნებაში და სოციალური აქტივობების განხორციელებაში.
“სხვა უბნის” უნიკალურობა იმაშია, რომ მობინადრეებს შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო სერვისი კომპლექსიდან გაუსვლელად. კომერციული და საოფისე ფართები უზრუნველყოფენ ყოველდღიურ საჭიროებებს, ხოლო მწვანე ზონები, სტადიონები, სკვერები და სივრცეები ოთხფეხა მეგობრებისთვის - ცხოვრების ხარისხის უმაღლეს დონეს.

მწვანე ზონები და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა ქმნიან გარემოს, სადაც კომფორტი, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სოციალური აქტივობა ერთმანეთს ერწყმის. “სხვა უბანი” არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საცხოვრებელ კომპლექსში ინტეგრირებული რეკრეაციული სივრცეები არა მხოლოდ აუმჯობესებდეს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ ზრდიდეს საინვესტიციო ღირებულებას, რითაც საცხოვრებელი სივრცე ახალ სტანდარტს ადგენს თბილისის ბაზარზე.
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე 90-100 კვ.მ ბინა ალფა სახლში, 25-30 კვ.მ საჩუქრად, ხელმისაწვდომი თვიური გადასახადით და რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობით
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით