სიახლეები
ბინის რემონტის სწორი თანმიმდევრობა
ბინის რემონტი საკმაოდ შრომატევადი, ძვირადღირებული და სირთულეებით სავსე პროცესია, რომელიც უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. იმისთვის, რომ ეს შრომატევადი საქმე დროში არ გაგეწელოთ და ხელმეორედ საკეთებელი არ გახდეთ საჭიროა თანამიმდევრულობა.
სამუშაოების თანამიმდევრულობის დახმარებით თქვენ თავიდან აირიდებთ:
- მასალების არასწორი რაოდენობით შეძენას,
- არასაჭირო ეკონომიას,
- არასწო ვადებს.
ეს ის შეცდომებია, რომლებსაც: ქაოსის, არასასურველ შედეგების და უხარისხო რემონტისკენ მივყავართ, რაც საბოლოო ჯამში დიდი ფინანსურ ზარალს იწვევს.
ამიტომ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ სამოქმედო გეგმის შედგენაა, რომელშიც ყველა ეტაპს ზედმიწევნით გაწერთ.
ბინის რემონტის სწორი თანმიმდევრობა შემდეგნაირად გამოიყურება:
- უპირველეს ყოვლისა, უნდა ესაუბროთ დიზაინერს. შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ მასთან და მიიღოთ ღირებული რჩევა, ან თუ შესაძლებლობა გაქვთ მთელი პროექტი მას დაუკვეთოთ. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ სად უნდა ამოიყვანოთ კედლები, სად რა ზომის ავეჯი უნდა განათავსოთ და სხვა დეტალები;
- კედლების წყობის დაგეგმარება, შემდეგ ელექტროობის, წყალ-გაყვანილობა/კანალიზაციისა და გათბობა/გაგრილების დაქსელვა - ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის დროსაც რაიმეზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება;
- თანაბრად მნიშვნელოვანია იატაკების გასწორება - მოჭიმვა. ამ ეტაპზე უკვე კარგია თუ გეცოდინებათ იატაკის რომელ საფარზე აპირებთ არჩევანის გაკეთებას, რადგან თითოეული მათგანისთვის (ლამინატი, პარკეტი) იატაკს განსხვავებული მომზადება სჭირდება;
- ჭერის დამუშავება. ამ ეტაპზეც საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი ჭერი გსურთ. ის შეიძლება იყოს: გასაჭიმი, შეკიდული, შეთეთრებული, შეღებილი და კასეტური. ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ თუ ბეტონის დატოვებას აპირებთ, მაშინ ასეთ ჭერს კარგად გაწმენდა და სპეციალური გრუნტით დამუშავება სჭირდება;
- სველი წერტილების დამუშავება. სააბაზანო ოთახში რემონტის დაწყებამდე საჭიროა ყველაფრის კარგად გაზომვა და იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ მეტლახის გაკვრის შემდეგ სივრცე იკლებს ამიტომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ ტექნიკის და ავეჯის ზომები, რომლებსაც სააბაზანოში დგავთ. სამზარეულოშიც და სააბაზანოშიც იმ ადგილას, სადაც წყალი დიდი ნაკადით ხვდება, ფილების ქვეშ აუცილებლად ჰიდროიზოლაცია უნდა გაკეთდეს;
- შპალერი/ საღებავი. კედლის ფერი და ტექსტურა სახლის დეკორირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
- საღებავი თუ შპალერი? არჩევანის გაკეთებისას სასურველია გავითვალისწინოთ: გამძლეობა, ფასი, შპალერის გაკვრის თუ შეღებვისთვის საჭირო დრო, ზედაპირის მომზადების თავისებურებები,ოთახის დანიშნულება, ასევე, ოჯახში ბავშვებისა და ოთხფეხა მეგობრების არსებობა;
- სწორედ ამ არჩევანის გაკეთებაზეა დამოკიდებული იატაკის დაგების ეტაპი. თუ თქვენ არჩევანს შპალერზე გააკეთებთ, მაშინ კარგი იქნება, თუ იატაკს მანამდე დააგებთ, ამით თვიდან აირიდებთ მტვერს, რომელიც შპალერის გაკვრაში ხელს შეგიშლით. საღებავის არჩევის შემთხვევში კი იატაკის დაზიანების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია იატაკი საღებავის გაშრობის შემდეგ დააგოთ;
- პლინტუსების, შიდა კარის, როზეტების, წერტილოვანი განათების, ჭაღების და ჩამრთველების მონტაჟი.
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება
შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...
ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია
რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად
საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას
კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?
სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება