popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
26.04.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

როდესაც ზღვისპირა დასვენებაზე ვსაუბრობთ, უმეტესობას პირველ რიგში ბათუმი ახსენდება. თუმცა, ბოლო წლებში ინტერესი სულ უფრო მეტად გადაინაცვლა შეკვეთილისკენ — და სულაც არ არის ეს შემთხვევითი. შეკვეთილი ნამდვილად განსხვავებულია: აქ სუფთა ზღვა, სამკურნალო ქვიშა, სიმწვანე და სიმშვიდეა — სწორედ ის, რასაც ბევრი ბათუმში ვეღარ პოულობს.

შეკვეთილი სთავაზობს იმას, რაც ბათუმში უკვე თანდათან ქრება — სისუფთავეს, სიმშვიდეს, ბუნებრივ გარემოს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობას. შეკვეთილის პლაჟი თავისი უნიკალური, მაგნიტური ქვიშით გამოირჩევა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს — ის ეხმარება სახსრების, კუნთებისა და ნერვული სისტემის პრობლემების განკურნებას. 

შეკვეთილში მდებარე მასშტაბური დენდროლოგიური პარკი — 60 ჰექტარზე გადაჭიმული გამწვანებული სივრცე — ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს. ეს გამწვანება აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, ამცირებს სიცხის განცდას და კიდევ უფრო აძლიერებს ზღვისპირა დასვენების ეფექტს. ბათუმში კი ინტენსიური განაშენიანების გამო მწვანე სივრცეები წლიდან წლამდე იკლებს.

შეკვეთილში უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება. ბოლო წლებში მოთხოვნა მზარდია, რაც ავტომატურად იწვევს ფასების მატებას. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია მიწის ნაკვეთების, აპარტამენტების ან სახლების შეძენა შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, რაც შეკვეთილს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს ანიჭებს.

საინვესტიციო თვალსაზრისით შეკვეთილი გთავაზობთ:

  • ფასების მზარდ დინამიკას: წლიდან წლამდე უძრავი ქონების ღირებულება იზრდება, რაც ნიშნავს, რომ შეძენილი ქონება მომავალში გაცილებით მეტი ეღირება;
  • დაბალი კონკურენცია: ბათუმთან შედარებით ნაკლებია შეთავაზებები, რაც დამატებით ზრდის ფასების ზრდის შანსს;
  • გრძელვადიანი პერსპექტივა: სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების მხარდაჭერა ზრდის შეკვეთილის სამომავლო მნიშვნელობას როგორც საცხოვრებელი, ასევე საკურორტო ადგილის სახით;
  • დასვენება და შემოსავალი ერთად: შეძენილი ქონება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საკუთარი დასვენებისთვის, ასევე მის გასაქირავებლად, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება. თუმცა ქაოტური ურბანული ზრდა და ხმაურიანი ქალაქური ცხოვრება ბევრისთვის ბათუმს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. გადატვირთულმა სანაპირომ, ეკოლოგიურმა ფაქტორებმა და სიძვირემ ადამიანებს შეკვეთილისკენ უბიძგა.

ფიჭვნარში ჩაძირული ეს ულამაზესი დასახლება, ორ ადმინისტრაციულ ცენტრს - ბათუმსა და ოზურგეთს შორისაა მოქცეული, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. შეკვეთილი არის ადგილი, სადაც ინვესტირება ყველაზე გონივრული არჩევანია.

"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ

"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის

ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა

"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან

კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი