სიახლეები
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
თანამედროვე მშენებლობაში მასალის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - მასალა განსაზღვრავს სახლის სიმყარეს, ეკონომიურობას და სიცოცხლისუნარიანობას.
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ ღირს მისი გამოყენება?
ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით და გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:
- თბოიზოლაცია - იტონგის ბლოკი იცავს შენობას სიცივისა და სიცხისგან, რაც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და გათბობა/გაგრილების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს;
- ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები - არ იწვის და არ ავრცელებს ცეცხლს. სწორედ ამიტომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სამშენებლო მასალად;
- ხმის იზოლაცია - იტონგი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სიმშვიდე უყვარს. მასალა იცავს სახლს გარესამყაროს ხმაურისგან;
- ეკოლოგიურად სუფთაა - არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და ჰიპოალერგენურია. შესანიშნავი არჩევანია ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის;
- მსუბუქია და სწრაფად მონტაჟდება - მისი წონა მსუბუქია, ხოლო სამუშაო პროცესი - მარტივი და ეფექტური.

იტონგის ბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად გამოიყენება სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული: ქვიშა, კირი, ცემენტი, თაბაშირი და წყალი.
ნედლეულის არევის შემდეგ, თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ფორის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და მიიღება ნახევრად მყარი მასალა, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, სადაც აირბლოკი იდეალურად, ზუსტი პროპორციებით იჭრება.
კომპანია "ალფა სახლი“ თავის პროექტებში მუდმივად იყენებს იტონგის ბლოკს, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტია:
- სანდოობა და ხარისხი
- მყიდველზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები
- გრძელვადიანი სარგებელი
"ალფა სახლი" სრულად ერგება ინოვაციურ და პროგრესულ სამშენებლო სტანდარტებს.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ