სიახლეები

ლოფტი თანამედროვე და კრეატიული სტილი
იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ კონკრეტული სტილი და დიზაინი ჩვენი ბინისათვის, მნიშვნელოვანია კარგად ვერკვეოდეთ, ინტერიერის მოწყობისა და დაგეგმარების საკითხებში. დღეს არსებობს უამრავი სტილი და დიზაინი რომლის შერჩევაც საკუთარი ახალი ბინისთვის შეგვიძლია.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლოფტზე -სტილზე, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა. თავიდან ის სულაც არ ასოცირდებოდა მანჰეტენის აპარტამენტებთან ან რაიმე მდიდრულ და თანამედროვე ინტერიერთან. როდესაც მასიური უმუშევრობა დაიწყო მოსახლეობამ საცხოვრებლები დაკარგა, სახელმწიფომ მათ საცხოვრებლად გაჩერებული საწყობები და ფაბრიკები შესთავაზა. სწორედ ამიტომ ახასიათებს ლოფტს აგურის კედლები, ღია კომუნიკაციები და უხეში იერი.
XXI საუკუნეში კი ლოფტი თანამედროვე ქალაქური ინტერიერის დიზაინის სახელწოდებაა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს სტილი ინდუსტრიული დეკორატიული ელემენტებით ხასიათდება: ღია სივრცეები, მაღალი ჭერი,დაუმუშავებელი კედლები, ქვის იატაკი, სანტექნიკის ლითონის ძველმოდური მილები, რომლებიც დაუფარავად, კედლისა და იატაკის ზემოდან არის ოთახის სივრცეში გადაჭიმული, სადენეებთან ერთად.
ლოფტის სტილის ინტერიერის შიდა გაფორმება საკმაოდ მკაცრია, მინიმალისტური და ლაკონიური. ძირითადად ცივი ფერები გამოიყენება. ასევე იმის გამო, რომ ამ სტილის ინტერიერში, ტიხრები მინიმალურ ოდენობამდე არის დაყვანილი, ისინი მხოლოდ სააბაზანო ოთახისა და საძინებლის იზოლირებისთვის დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი სივრცის ზონირება განათებითა და ავეჯით ხდება.
სამზარეულო ლოფტ სტილში ხშირად გაერთიანებულია მისაღებ ან სასადილო ოთახთან, თუმცა გამოყოფილია ტექნიკური ვიზუალური საშუალებებით - ეს შეიძლება იყოს კონკრეტული მატერია, ფერთა ცვლილება ან უბრალოდ ბარი, რომელიც ფიზიკურად წამოადგენს საზღვარს სამზარეულოსა და მასთან გაერთიანებულ სივრცეს შორის.
აღნიშნული სტილის ინტერიერში აბაზანა ფართო და ტევადია, ის გაფორმებულია მსუბუქი ტექნიკითა და ბუნებრივი ქვისგან დამზადებული იატაკითა და კედლებით.
სახლის რემონტის დროს საძინებელი ოთახის დიზაინის კომფორტულად მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლოფტის საძინებელი აღჭურვილია მარტივი, სადა და ფუნქციონალური ავეჯით. თუ თქვენთვის კარადა განსაკუთრებით პრიორიტეტულია მაშინ ის კედელში უნდა ჩააშენოთ, ამით თავიდან აიცილებთ სტილის დარღვევას. ასევე გამოგადგებათ სათავსოიანი საწოლიც.
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია