სიახლეები
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს - ალფა სახლის წარმატების მაგალითი
ოდესღაც, ბინის ყიდვა ნიშნავდა უთვალავ სატელეფონო ზარს, შეხვედრებზე სიარულს და უსასრულო მოლაპარაკებებს. დღეს კი... საკმარისია მხოლოდ ერთი დიალოგი ჩატბოტთან. კომპანია "ალფა სახლი" ამ ტრანსფორმაციის ცოცხალი მაგალითია. ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა სულ რაღაც 100 მომხმარებელთან კომუნიკაციის შემდეგ 10 რეალური შეხვედრა დაგეგმა და 2 ბინა წარმატებით გაყიდა და ეს ყველაფერი - ადამიანების ჩარევის გარეშე.
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი?
AI ჩატბოტი ბინების გაყიდვაში აღარ არის უბრალოდ დამხმარე - ის უკვე აქტიური მოთამაშეა.
- ახდენს მომხმარებლის დაინტერესების შეფასებას;
- თავად სთავაზობს შესაბამის ობიექტებს;
- აგეგმინებს მომხმარებლებს შეხვედრას;
- საბოლოოდ კი, სწორი კომუნიკაციით, სწრაფი რეაგირებით გაყიდვამდე მიდის.
ეს შედეგი კი აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სამყარო მომავალი კი არა უკვე აწმყოა.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის?
- დროის დაზოგვას;
- ნაკლებ სტრესს;
- სწრაფ და პერსონალიზებულ მომსახურებას.
რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის?
- გაყიდვების დაჩქარებას;
- ნაკლები რესურსით მეტ შედეგს;
- და, რაც მთავარია, მომხმარებელთა კმაყოფილებას.

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც უძრავ ქონებაში წარმატებით დანერგა ხელოვნური ინტელექტი. ჩვენთვის ტექნოლოგიები არ არის მომავლის გეგმა - ეს არის დღევანდელი სტანდარტი, რომლის მიზანია ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა.
ესაუბრე ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს ახლა და დაიწყე შენი მომავალი ბინის არჩევა მარტივად და კომფორტულად.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.