სიახლეები

როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად?
დღეს საქართველოში სახლის რემონტი, შემდგომი გაქირავების მიზნით, საკმაოდ აქტუალური საკითხია.
- კომფორტი;
- სისუფთავე;
- კარგი ადგილმდებარეობა.
ეს ის კომპონენტებია, რომლებსაც ბინის ქირაობის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომ დღეს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბინაში უნდა შექმნათ ისეთი გარემო რომელიც ადამიანებს თავი საკუთარ სახლში აგრძნობინებს.
როგორ გავაკეთოთ რემონტი ისე, რომ ძვირიც არ დაგვიჯდეს და მომავალმა დამქირავებელმა უცხო ბინაშიც კი თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს?
მაშ ასე, რჩევები გასაქირავებელი ბინის რემონტისთვის:
1. ფერები - სახლის რემონტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეარჩიეთ ღია და ნეიტრალური ფერები. ეს დაგეხმარებათ როგორც სივრცის ვიზუალურად გაზრდაში, ასევე მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში.
2. განათება - სწორად შერჩეულ განათებას სახლის ინტერიერის სრულად გარდაქმნა და ოთახის ზოგიერთი მცირე ხარვეზის სრულიად გარდაქმნა შეუძლია. თუ თქვენ ბინას არ აქვს საკმარისი ბუნებრივი სინათლე, მაშინ თქვენ უფრო მეტი ხელოვნური განათება დაგჭირდებათ.
3. ავეჯი - გასაქირავებელი ბინისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ გამძლე, ხარისხიანი ავეჯი, რადგან თქვენ ბინას მუდმივად ეყოლება ახალი მობინადრეები, ამიტომ ავეჯმა უნდა გაუძლოს ხშირ გადაადგილებასა და წმენდას.
4. ელექტრო კომუნიკაციები და სანტექნიკა - უნდა იყოს მაღალი ხარისხის. ვინაიდან მოგვიანებით მათი გამოცვლა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.
ასევე:
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეკონომია მოსაპირკეთებელ მასალებზე, მაგრამ არა ხელოსანზე, რადგან მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია დაბალხარისხიანი მასალით ხარისხიანი სამუშაოს შესრულება.
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით