სიახლეები

როგორ უნდა შევხვდეთ 2023 წელს?
ახალი წელი მთელ მსოფლიოში მაგიურ და ჯადოსნურ დღესასწაულად მიიჩნევა. შესაბამისად, ადამიანის მზაობა მასთან შესახვედრად განსაკუთრებით დიდია. ყველა ოჯახში შეიმჩნევა სასიამოვნო ფუსფუსი და გრანდიოზული მზადება, რათა გარშემო ჯადოსნური ატმოსფერო შეიქმნას.
როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი?
2023 წელი კურდღლის წელია, შესაბამისად კურდღელს, განსაკუთრებულად უყვარს სახლის გარემო, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მთელი ოჯახი სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბოს. უმჯობესია, შინ მყუდრო ატმოსფერო შექმნათ და ახალ წელს ოჯახური ტრადიციებით შეხვდეთ.
რა ჩავიცვათ?
კურდღლის წლის შესახვედრად განსაკუთრებული დრესკოდი არ დაგჭირდებათ. მაგრამ თუ მაინც ელოდებით რჩევებს უმჯობესია აქცენტი წლის მთავარ ფერზე გააკეთოთ. უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ, ნაცრისფერ, შავ ფერებს და მათ კომბინაციებს. უხვად გამოიყენეთ ბრჭყვიალა აქსესუარები.
როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
ადამიანები საახალწლოდ სახლს განსხვავებულად ამზადებენ, ვიღაც საახალწლოდ საჭიროდ თვლის კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას, ვიღაცისთვის კი ნაძვის ხის და საახალწლო განათებების განთავსება ქმნის ახალი წლის განწყობა. ამიტომ ჩამოწერეთ ზუსტად რისი გაკეთება გინდათ ახალ წელს და როგორ გინდათ მორთოთ სახლი. მაგალითად: მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა გინდათ, თუ მთელი სახლის გირლიანდებით, ფიფქებითა და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციებით მორთვა.
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე?
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წელი შავი კურდღლის წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაძვის ხის მორთვის დროს უნდა დომინირებდეს შავი ფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ფერთა შეხამება, რომელიც საბოლოო ჯამში, მზა კომპოზიციაში, ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს. შავი ძალიან კარგად ერწყმის ვარდისფერს, ნარინჯისფერს, წითელს, კონტრასტულ თეთრსა და იისფერს. თუ გადაწყვიტეთ, ნაძვის ხე მოკრძალებულ სტილში, შავ ფერში გაფორმებას, თეთრი და ოქროსფრის კომბინაცია საუკეთესო და მარტივი გადაწყვეტილებაა. ეს ფერები ერთმანეთს ავსებენ და აძლევენ საშუალებას ნაძვის ხეს, გამოიყურებოდეს დახვეწილად და ტრენდულად.
როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა?
საახალწლო სუფრის მორთულობა დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად ყველა ადამიანი ცდილობს გაითვალისწინოს ექსპერტების რჩევები. ხშირად ფიქრობენ, რომ ჭურჭლის, სუფრისა და დეკორატიული ელემენტების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ იმ სიმბოლოს სურვილი, ვისი წელიც მოდის ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ითვლება, რომ ასეთი გზით იღბალსა და კეთილდღეობას იზიდავს.
მაგიდის სერვირებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. ყურადღება უნდა გაამახვილოთ სრულ კომპოზიციაზე და არა მხოლოდ დეტალებზე. ფერთა გამის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს, ასევე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. აუცილებელია გამოყენებული ფერები შეესაბამებოდეს ოთახის დეკორს და კერძებს. გამოიყენეთ სადა, ნეიტრალური ფერის, საშუალო ზომის ხელსახოცი. ჭურჭელიც დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შერჩევას. ჭურჭელი არ უნდა იყოს მკვეთრი ფერის, რათა არ გამოიწვიოთ კურდღლის გაღიზიანება. ჩანგლები, დანები და კოვზები შეარჩიეთ ღია ლითონისფერში.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში გავრცელებულ სამ სტილს, რომელიც შეგიძლიათ საახალწლოდ გამოიყენოთ:
- ეკო სტილი - ძირითადად მოიაზრებს სხვადასხვა ხელნაკეთი დეკორის გამოყენებას, მაგალითისთვის შეგიძლიათ, ხის გირჩები და ყლორტები მოათავსოთ დანა-ჩანგლის გვერდით ან სულაც განათავსოთ მაგიდის ცენტრში. ასევე ნაძვის ხის ტოტებისგან გააკეთოთ სხვადასხვა ფიგურა. ასტროლოგების თქმით, თუ გსურთ, მომდევნო წელი თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდეს, ოთახში სადაც ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავთ, ბევრი ხის ნივთი განათავსეთ.
- სკანდინავიური სტილი - თუ არჩევანს ამ სტილზე შეაჩერებთ დეკორისა და სერვირების ძირითად ფერად თეთრის და ვერცხლისფერის გამოყენება მოგიწევთ. ეს სტილი წელს ყველზე განსაკუთრებულია და ოპტიმალური ვარიანტია.
- მინიმალიზმი - ამ სტილის არჩევისა ყურადღება მიაქციოთ თეთრსა და შავ ფერს. არ გამოიყენოთ მდიდრული და ძვირადღირებული დეკორი. რეკომენდებულია ხელსახოცები შევარჩიოთ შავსა და თეთრ ფერში, ხოლო ჭურჭელი - ღია ფერებში.
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია