სიახლეები

ინტერიერი, რომელიც მოდიდან დიდხანს არ გადავა
როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში ინტერიერის მოდა ცვალებადია, ამიტომ ადამიანები ცდილობენ შექმნან ისეთი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც აქტუალურობას წლების მანძილზე არ დაკარგავს.
წარმოგიდგენთ სახლის მოწყობის რამდენიმე საინტერესო მეთოდს, რომელიც მოდიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გადავა:
ბუნებრიობა და გამძლეობა
ბუნებრივი მასალები გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერი დროის გამოცდას გაუძლებს. მაგალითად, გრძელვადიანმა, გამძლე ზედაპირებმა, როგორიცაა ხე და ქვა, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაძლოს. ხარისხიან მასალებში ინვესტირებამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი სახლის ღირებულება.
ასევეა ავეჯიც - ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც ხარისხიანი ავეჯი და სხვადასხვა ნივთი მეტად სავარაუდოა, რომ ანტიკვარების კატეგორიაში მოხვდეს.
ინდივიდუალობა და ნეიტრალიტეტი
ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად თავი აარიდეთ ბევრი ტრენდული აქსესუარისა და ფერების ერთად გამოყენებას. ჩარჩოებში მოქცეული ინტერიერი უფრო სწრაფად გამოვა მოდიდან, ვიდრე სივრცე, რომელიც სხვადასხვა სტილის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად: თანამედროვე ნივთები ძველ ფონზე – ეს კლასიკური გადაწყვეტილებაა.
ფერების შერჩევისას კი გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები მოდიდან არასდროს გადადის. ნაცრისფერი, ბეჟი, თეთრი და ყავისფერი − მათი სხვადასხვა ტონი აქტიურად გამოიყენება კედლის შესაღებად. ბუნებით ინსპირირებული ფერები და ტექსტურები ჰარმონიულია როგორც ავეჯზე, ასევე, დეკორის ელემენტებზე. ბუნებასთან სიახლოვეში ყველაზე კარგად კი სახლის მცენარეები დაგეხმარებათ.
ქსოვილები და ხელოვნება
ნეიტრალური და თბილი ფერების ბალანსის დასაცავად ინტერიერში ქსოვილის შემოტანა დაგეხმარებათ. ეს თქვენს ბინას უფრო ელეგანტურსა და ესთეტიკურს გახდის, ხოლო ხელოვნების ნიმუშები მაგალითად - ნახატები არასდროს გადადის მოდიდან და ისინი ინტერიერს მეტ სიღრმესა და ახალ სიცოცხლეს შეიძენენ.
ფუნქციურობა
იმისთვის, რომ ინტერიერმა დროს გაუძლოს, პრიორიტეტი ობიექტის ფუნქცია უნდა იყოს და არა მისი ფორმა. თუ ავეჯი ფუნქციური და კომფორტულია ის ყოველთვის აქტუალური იქნება. ბინა, რომელიც მორგებული იქნება ყველა თქვენს საჭიროებაზე ყოველთვის გაუძლებს დროს, რადგან კომფორტი მოდიდან არასდროს გადადის.
ცვლილებებზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით რეაგირებისთვის დიზაინერები გვირჩევენ, ბინის ინტერიერის ისე მოწყობას, რომ მარტივად შეძლოთ მასში ცვლილებების შეტანა. ასევე რაც უფრო მეტად გამოხატავთ საკუთარ თავს ინტერიერში, მით ნაკლებია შანსი, რომ ის დაძველდება ან მოგბეზრდებათ. სახლი უნდა ასახავდეს თქვენს შინაგან სამყაროსა და ხასიათს.
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით
შიდა განვადება - ბინის შეძენის ყველაზე მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა
ამ სისტემის საშუალებით მომხმარებელი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ზოგავს დროს და თავიდან იცილებს რთულ საბანკო პროცედურებს
შეკვეთილი - უნიკალური შესაძლებლობა ზღვისპირა კურორტზე ცხოვრებისთვის
ზღვის ტალღების ხმა, მზიანი სანაპირო და ფიჭვნარში ჩაფლული კურორტი – შეკვეთილი უნიკალური დასასვენებელი და საინვესტიციო ადგილია
რატომ ღირს აივანში ფულის გადახდა?
აივანი არასოდეს უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან ის მხოლოდ დამატებითი სივრცე არ არის
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ჩემპიონი უბნები
ეს ორი უბანი მაღალი ცხოვრების ხარისხს და სამომავლოდ დიდ მოგებას გპირდებათ