სიახლეები
![როგორ შევარჩიოთ შიდა კარი? როგორ შევარჩიოთ შიდა კარი?](/storage/media/image/2023-03-13/767x501/ebf7e910-c187-11ed-9847-d50c523152ed.jpg)
როგორ შევარჩიოთ შიდა კარი?
კარი ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დანარჩენ კომპონენტებს ორგანულად უნდა ერწყმოდეს. თუ სახლის განახლება და დახვეწა გსურთ, კარების შეცვლა კარგი დასაწყისია.
კარის შეძენის დროს, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ მის ფორმას, ზომას, ფერსა და მასალას, რომლისგანაც დამზადდა. ის აუცილებლად უნდა მოერგოს ინტერიერს და ასახავდეს ოთახის დიზაინს.
სწორად შერჩეულ კარს შეუძლია როგორც ინტერიერის, ასევე ოთახის ფუნქციისა და ატმოსფეროს ცვლილება, ამიტომ მის შერჩევისას შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ:
კარი არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. მსუბუქი კარი ნიშნავს, რომ მის გულში სიცარიელეა და ის ჰაერის სუსტ წამობერვაზეც კი თავისით დაიკეტება და მიბრახუნდება.
წონა: კარი არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. მსუბუქი კარი სუსტ ნიავზეც კი თავისით დაიკეტება. ასევე ის არც ძალიან მძიმე უნდა იყოს, რადგან მძიმე კარი პეტლებს დააზიანებს და მათ დეფორმაციას გამოიწვევს. კარგი კარის საშუალო წონა 15–20 კგ უნდა იყოს. მისი სისქე კი 5–6 სმ.
პრაქტიკულობა და ფუნქცია: თუ ოთახში ფანჯარა არაა უმჯობესია შუშიანი კარი გააკეთოთ, რომელიც მეორე ოთახიდან სინათლეს შემოუშვებს.
მასალა: განსაკუთრებით ეფექტურად ხისგან დამზადებული კარები ითვლება, რომლებიც ბუნებრივობასთან ერთად, იდეალურად აბალანსებენ მიკროკლიმატს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა, რომელსაც კარის დიზაინში იყენებენ MDF-ია. მაღალი მოთხოვნის გამო, მისი ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და არჩევანი მრავალფეროვანი გახადა.
ფერი: თუ თქვენი ბინა ბუნებრივად კარგად არ არის განათებული, მაშინ სჯობს, ღია ფერის კარზე გააკეთოთ არჩევანი, მაგალითად, თეთრზე ან კრემისფერზე. სადა ტექსტურისა და ფერის შერჩევა მაშინაც რეკომენდებულია, როცა კედლები, იატაკი ან ავეჯი მკვეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი.
სწორად შერჩეულ კარს შეუძლია როგორც ინტერიერის, ასევე ოთახის ფუნქციისა და ატმოსფეროს რადიკალური ცვლილება.
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა
შეკვეთილის ახალი სახე
შეკვეთილი, როგორც ზღვისპირა კურორტი, უკვე წლებია მიმზიდველია დამსვენებლებისთვის