*7171
back-arrow
დუპლექსი - საკუთარი სახლი კორპუსში
05.07.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

დუპლექსი - საკუთარი სახლი კორპუსში

დუპლექსი არის საცხოვრებელ უძრავი ქონების თანამედროვე და კომფორტული ფორმატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ  ორიგინალური საცხოვრებელი გარემო, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება თქვენი ცხოვრების სტილზე და გემოვნებაზე.

ამ სტილის ბინა იდეალური ვარიანტია მათთვის ვისაც სურს კერძო სახლი, კორპუსის ბინისა და საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობებით.  

დუპლექსის შეძენისას იღებთ დიდი  სივრცეს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია ბოლომდე. ამ ბლოგში გთავაზობთ დუპლექსის დაგეგმარების სხვადასხვა ვარიანტს, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი ბინის დაპროექტება: 

1.  დუპლექსის მოწყობისას უმრავლესობა მისაღებ ოთახში ტოვებს ღია ჭერს, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ და შთამბეჭდავ იერს სძენს.

2. დუპლექსის პირველ სართულზე ძირითადად განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო,  კაბინეტი და სააბაზანო. 

3. მეტი სივრცისთვის პირველ და მეორე სართულებზე განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები ერთმანეთისგან მინის ტიხრებით გამოიყოფა.

4. ანტრესოლის შემთხვევაში მოაჯირები - მეტი სივრცის გამოსაჩენად შეიძლება იყოს მინის. 

5. აღნიშნულ დუპლექსში მისაღებ ოთახს ამშვენებს ბუხარი და ხის ღია ფერის იატაკი, რომელთა კომბინაციაც სივრცეში თბილ ატმოსფეროს ქმნის.

6. არსებული სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად მეტი კომფორტის შესაქმნელად მეორე  სართულზე, საძინებელი აღჭურვილია საწოლის უკან ჩაშენებული სააბაზანოთი და  გარდერობით.

7. დუპლექსი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ პირადი სივრცე ოჯახის თითოეული წევრისთვის. ამისთვის პირველ სართულზე შეგიძლიათ განათავსოთ საერთო მოხმარების სივრცეები, როგორიცაა მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო, ხოლო მეორე სართულზე კი საძინებლები ან კაბინეტი.  

8. ბუნებრივ განათებას დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით შენობების დაპროექტება და აშენება, რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით ხორციელდება. დუპლექსში დიდი ვიტრაჟების მეშვეობით სივრცე ნათელი და ჰაეროვანია.   

დუპლექსის ტიპის ბინა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ "ალფა სახლი დიდი დიღომის" კომპლექსის ხუთივე სექტორში. 

"ალფა სახლი" დიდ დიღომში საცხოვრებელი კოპლექსი ეს არის შესაძლებლობა, მინიმალური ინვესტიციით მიიღო საუკეთესო შედეგი და იცხოვრო ოჯახთან ერთად ქალაქში, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?

პარკინგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში, რომელიც აძლიერებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ფუნქციონალურობას

პატარა ბინა – დიდი კომფორტი

პატარა, კომპაქტური ბინები სულ უფრო პოპულარული ხდება

დიდი ბინის უპირატესობები - გადაწყვეტილება თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის

ყველას გვინდა ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობთ

ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი

შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე

დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული

ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა