*7171
back-arrow
თბილისის რომელ უბანში სჯობს ბინის შეძენა?
20.07.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

თბილისის რომელ უბანში სჯობს ბინის შეძენა?

თბილისის ყველა უბანს ისევე როგორც ადამიანებს თავისი გამორჩეული ხასიათი აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რის გამოც ყველა მათგანს ინდივიდუალური განწყობა აქვს არა მხოლოდ მთლიანობაში, არამედ ცალკეულ უბანშიც კი. იმისთვის, რომ უბანი სწორად შევარჩიოთ უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ჩვენი საჭიროებები ასევე ჩვენი ხასიათიც. 

სწორი არჩევანის გასაკეთებლად არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც დაგეხმარებათ  სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და თქვენთვის შესაფერისი უბნის შერჩევაში:

დაფიქრდი  მომავალზე
სახლის შეძენა მარტივი ამბავი ნამდვილად არ არის, აქ ხომ ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარება გიწევთ, ამიტომ ბუნებრივია, როცა საცხოვრებელს ვყიდულობთ, გვსურს რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ხელსაყრელი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ამიტომ უბნის შერჩევისას ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რამდენად მომგებიანი იქნება 10-15 წლის შემდეგ ფლობდე უძრავ ქონებას კონკრეტულ ლოკაციაზე? ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით კონკრეტული ადგილის სამომავლო პერსპექტივებზე. 

ინფრასტრუქტურა და განაშენიანება 
ბინის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორ ტიპის ადამიანი ხართ და რას საქმიანობთ. მაგალითად, სტუდენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უნივერსიტეტის ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის  სიახლოვეს. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც სახლს სამსახურთან ახლოს ეძებს, ან იმ ადამიანზე, რომელიც გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ასეთი ადამიანისთვის იდეალური ვარიანტი ბინის მეტროსთან ახლოს შერჩევა იქნება. ხოლო თუ ავტომობილი გყავთ, მაშინ შეიძლება ბინა ხალხმრავალ ადგილს მოშორებულ ადგილას შეარჩიოთ. 

დღეს თბილისის რამდენიმე უბანი შეგვიძლია ცალკეულ ქალაქადაც აღვიქვათ. მეტრო,  ტრანსპორტი, სავაჭრო მოლები, ბაზარი, საავადმყოფო თითქმის ყველა უბანშია. ამიტომ არჩევანში შეზღუდული ნამდვილად არ ხართ.  

და ბოლოს დაუბრუნდეთ ისევ ხასიათს 
ყველა ურთიერთობაში ვირჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და ინტერესებს, ამიტომ უბნის შერჩევისაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ხასიათი, ცხოვრების სტილი და შეარჩიე შენი სახლის ადგილმდებარეობა, იმავე პრინციპით, როგორი პრინციპითაც ადამიანებს ირჩევთ. 

მოდით ბოლოსკენ განვიხილოთ თბილისის ორი ყველაზე მოთხოვნადი უბანი: 

დიდი დიღომი

დღეს დიდი დიღომი ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული უბანია და ის  ყოველდღიურად ფართოვდება. დიდი დიღომი თბილისის გასასვლელთან ყველაზე ახლოს მდებარე უბანია, ამიტომ თუ ხშირად გიწევთ დასავლეთისკენ მგზავრობა ეს თქვენთვის ყველაზე კომფორტული ლოკაციაა. უძრავი ქონების ფასი ამ ტერიტორიაზე დღითიდღე მატულობს. 

გლდანი
გლდანი თბილისის ერთ-ერთი გარეუბანია, რომელიც შეიძლება ცალკე პატარა ქალაქიც კი გვეგონოს. ზოგადად, თბილისის სხვა უბნების მაცხოვრებელთა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ის იცის, რომ გლდანი შორსაა და მეტროს ბოლო გაჩერებაც ზუსტად იქ მიდის, მაგრამ ბევრმა არ იცის გლდანის ყოველდღიური ცხოვრების, დაგეგმარების, არქიტექტურის, მისი ბაზრების, ხიდების, გამწვანების, თუ ბევრი შეუმჩნეველი და ძალიან საინტერესო დეტალის შესახებ.

გლდანს აქვს თავისი მეტრო, სავაჭრო ცენტრი,  იუსტიციის სახლი, ბაზარი და თითქმის ყველანაირი დაწესებულება. მოსახლეობის სიმჭიდროვის თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია.

ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ამავდროულად დაბალ რისკიან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს. “ალფა სახლის” ყველა პროექტი საუკეთესო ადგილმდებარეობით და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომაც მისი ყველა პროექტი იდეალურია, როგორც საცხოვრებლად ასევე კომერციული მიზნებისთვის. 

 

რა უნდა ვიცოდეთ ახალაშენებულ კორპუსში გადასვლამდე?

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც საფუძვლიან ანალიზს და ყურადღებას მოითხოვს

ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე

ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს

თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო

უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია

პატარა დასახლების დიდი წარსული...

როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?

ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია