სიახლეები

როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სექტემბერია, შემოდგომის დადგომა უკვე იგრძნობა. ამ სეზონის მთავარი თემა კომფორტის პოვნაა. სქელი პლედები, სურნელოვანი სანთლები და სხვადასხვა, ფერადი დეკორაციები.
როგორ შემოვიტანოთ ეს ფერადი სეზონი სახლის ინტერიერში:
- გამოიყენეთ საშემოდგომო ფერთა პალიტრა
მათთვის, ვინც ნეიტრალურ ტონებს ანიჭებს უპირატესობას, საუკეთესო არჩევანი გამხმარი ფოთლების ყავისფერი ელფერი და სიყვითლესთან ასოცირებადი ტონები იქნება. თუმცა შემოდგომას ასევე უხდება წითელი და ნარინჯისფერი ფერებიც, მათ ინტერიერში დამატებითი სითბო შემოაქვთ.
- შექმენით სითბო და კომფორტი
შემოდგომა ქსოვილების სეზონია. შეაჩერე უფრო სქელ, მძიმე ტექსტურის მქონე მატერიები, როგორებიცაა მატყლი, ქაშმირი, ხავერდი, ბუკლე და ხელოვნური ბეწვი.
სქელი ფარდები, ფუმფულა გადასაფარებლები, ფერადი ბალიშები და ხალიჩები სახლში შემოდგომის განწყობასთან ერთად მდიდრულ და დახვეწილ გარემოსაც ქმნის.
- გაამდიდრეთ სახლის ინტერიერი დეკორაციებით
ეძიეთ კომფორტი იმაში, რაც წლებია სახლში გაქვთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ ვინტაჟური ნივთები. მაგიდის თუ ფანჯრის რაფის დეკორაციაში გამოიყენე გამხმარი ფოთლები და ყვავილები. სამზარეულოს მაგიდა შეავსეთ სეზონური ფერადი ხილით. შეიძინეთ ხის დეკორაციები, სკამები ან თიხის ჭურჭელი. შემოდგომა შეგრძნებებთან ასოცირდება, ამიტომ განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ საყვარელი სურნელის მქონე სანთლები.
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით