სიახლეები

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტი
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.
შეკვეთილის სანაპიროს სიგრძე 3 კილომეტრია, სიგანე - დაახლოებით 30 მეტრი. ასეთი გარემო განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები აწუხებს. ეფექტიანია ძვლებისა და სახსრების გასაკაჟებლადაც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
შეკვეთილი ბავშვებიანი ოჯახებისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია, წყლის სიღრმე დაბალია, ნაპირი კი - სუფთა.
სანახაობები და გასართობი ადგილები
- შეკვეთილის ტერიტორიაზეა უნიკალური დენდროლოგიური პარკი.
პარკი 60 ჰექტარს მოიცავს, სადაც მსოფლიოსა და საქართველოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას ნახავ, მათ შორის - იშვიათ გიგანტურ ხეებს, ვარდისფერ ფლამინგოებს, ეგზოტიკურ ფრინველებს; - შეკვეთილში მდებარეობს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს;
- იქვეა „მუსიკოსების პარკი“ - დასასვენებელი სკვერი, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას, ირგვლივ კი ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა ჟღერს. მუსიკოსთა პარკში მოწყობილია „სოციალური სივრცე“, სადაც დაისვენებთ, იქვე ტყის ბიბლიოთეკაში წაიკითხავთ წიგნს, კონცეპტუალურ მაღაზიაში შეიძენთ ეკომეგობრულ ნივთებს, კაფეში კი ორგანული პროდუქტით მომზადებულ საკვებს დააგემოვნებთ;
- თანამედროვე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. პარკ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი „მინიატიურების პარკია“, სადაც საქართველოს არქიტექტურული ძეგლების მინიატიურული მოდელებია წარმოდგენილი.
როგორ ჩახვალ შეკვეთილში?
- ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეკვეთილში 50 და 90 წუთში ჩახვალ;
- ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან - 20 წუთში;
- შეკვეთილთან უახლოესი რკინიგზის სადგური ურეკია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას?
- თბილისი 5:15 სთ;
- ბათუმი 1:00 სთ;
- ქუთაისი 1:55 სთ.
კურორტი დღითიდღე ვითარდება და იზიდავს დამსვენებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. თუ გსურთ გქონდეთ უძრავი ქონება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კურორტზე მაშინ "ალფა სახლი შეკვეთილში" შენ გელოდება.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა