სიახლეები
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება.
დედაქალაქში, 2024 წლის ოქტომბერში 3,865 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევითი ორგანიზაცია Colliers Georgia-ის მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
23%-ით გაიზარდა ახალი ბინების გაყიდვები, ხოლო 8%-ით შემცირდა მეორადი ბინების შემთხვევაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასები გარეუბნებში მკვეთრად გაიზარდა ცენტრთან შედარებით. თბილისის გარეუბნებში 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ცენტრში კი 1%-ით შემცირდა. ჯამში, 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება თბილისში დაახლოებით 1100 დოლარია (ახალი და მეორადი), ხოლო ახალაშენებული ბინების შემთხვევაში თითქმის 1300 დოლარს უდრის. ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ბაზარზე კვლავ მაღალი მოთხოვნაა, რაც ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელებას უწყობს ხელს.
2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში, მეორად ბაზარზე, სულ 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშის ყოველთვიურ ანგარიშშია საუბარი.
სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1 803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იან, თვიურად კი - 13.8%-იან ზრდას აჩვენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეორეულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ღდგება. სექტემბერში ყველაზე მეტი, 759 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ღირებულება $1 009-ია. ყველაზე ნაკლები, 67 ბინა კი ვაშლიჯვარში გაიყიდა, სადაც მ²-ზე საშუალო ფასი 950 დოლარია. 2024 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 597 ობიექტი იქნა მიღებული, რაც 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2% მოდის თბილისზე, 13.4%- კახეთის რეგიონზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8% - იმერეთის რეგიონზე. ექსპლუატაციაში ყველაზე ნაკლები, 0.8% რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიიღეს.
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე
დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება
შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...
ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია
რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად
საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას