სიახლეები
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
ძვირფასო მობინადრეებო, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ჩვენ მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ გავაადვილოთ ურთიერთობა ჩვენს კომპანიასა და თქვენს შორის. სწორედ ამიტომ შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი, რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე.
ვებსაიტს დავამატეთ “მობინადრეების პანელი”, სადაც თქვენ შეძლებთ დეტალურად გაეცნოთ თქვენ ბინასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ინფორმაციას.
პორტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
- მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ;
- გაეცნოთ გადახდის გრაფიკსა და ისტორიას;
- დააკვირდეთ დარჩენილი თანხის ოდენობას;
- მიიღოთ სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
გთავაზობთ მობინადრეთა პორტალის ძირითად ფუნქციებს:
სად უნდა ნახოთ პანელი?
- უნდა შეხვიდეთ “ალფა სახლის” ვებსაიტზე - https://alphahome.ge/ka
- ვებსაიტზე შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ “ავტორიზაციას” - https://alphahome.ge/ka/crm/login
როგორ შევდივართ პანელში?
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
- მიუთითეთ ტელეფონის ნომერი (რომელიც ხელშეკრულებაში გაქვთ მითითებული);
- სისტემა გამოგიგზავნით ერთჯერად კოდს თქვენს მობილურზე;
- კოდის შეყვანის შემდეგ შეხვალთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.
მარცხენა პანელი (შავ ფონზე):
- ბინების სია, რომლებიც თქვენ გაქვთ შეძენილი.

მარჯვენა პანელი (თეთრ ფონზე):
თითოეული ბინის შერჩევისას იხილავთ დეტალურ ინფორმაციას:
- ბინის სრული ღირებულება;
- უკვე გადახდილი თანხა;
- დარჩენილი გადასახდელი თანხა;
- ბოლო ბუღალტრული ჩანაწერის თარიღი.
რას იხილავთ თქვენს პანელში?
პანელი გაგაცნობთ სრულ ინფორმაციას თქვენი ბინის შესახებ:
- ბინის სრული ღირებულება;
- გადახდილი და დარჩენილი თანხები;
- გადახდის დეტალური გრაფიკი.
გადახდის გრაფიკი
პანელის ქვედა ნაწილში იხილავთ სრულ გადახდის გრაფიკს:
- რომელი თვეებია უკვე დაფარული;
- რომელი თვეებია დასაფარი;
- თითოეული თვის სტატუსი.

რჩევები
- პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი ველი/პანელი;
- დააკვირდით გადახდის გრაფიკს;
- საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს.
გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ჩანაწერები ახლდება გარკვეული დაგვიანებით. მაგალითად, თუ 15 რიცხვში განახლდა ჩანაწერი, ხოლო 16 რიცხვში თქვენ ჩარიცხეთ დასაფარი თანხა, ეს ჯერ არ აისახება სისტემაში.
ჩვენთვის პრიორიტეტია თქვენთან ურთიერთობა უფრო გამჭირვალე გავხადოთ. ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი და გქონდეთ სრული ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ. ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ თქვენი ნდობა ჩვენი წარმატების საფუძველია. ნებისმიერ კითხვაზე ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ და გაგაცნოთ დამატებითი დეტალები.
კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის კომერციული ფართი თბილისში? გაეცანით ლოკაციის, ფართობისა და შემოსავლიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს
60 000 კვ.მ მწვანე სივრცე - როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში?
როგორ აუმჯობესებს მწვანე გარემო ყოველდღიურ ცხოვრებას და რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმვისას?
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.