სიახლეები

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება.
დედაქალაქში, 2024 წლის ოქტომბერში 3,865 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევითი ორგანიზაცია Colliers Georgia-ის მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
23%-ით გაიზარდა ახალი ბინების გაყიდვები, ხოლო 8%-ით შემცირდა მეორადი ბინების შემთხვევაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასები გარეუბნებში მკვეთრად გაიზარდა ცენტრთან შედარებით. თბილისის გარეუბნებში 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ცენტრში კი 1%-ით შემცირდა. ჯამში, 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება თბილისში დაახლოებით 1100 დოლარია (ახალი და მეორადი), ხოლო ახალაშენებული ბინების შემთხვევაში თითქმის 1300 დოლარს უდრის. ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ბაზარზე კვლავ მაღალი მოთხოვნაა, რაც ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელებას უწყობს ხელს.
2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში, მეორად ბაზარზე, სულ 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშის ყოველთვიურ ანგარიშშია საუბარი.
სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1 803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იან, თვიურად კი - 13.8%-იან ზრდას აჩვენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეორეულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ღდგება. სექტემბერში ყველაზე მეტი, 759 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ღირებულება $1 009-ია. ყველაზე ნაკლები, 67 ბინა კი ვაშლიჯვარში გაიყიდა, სადაც მ²-ზე საშუალო ფასი 950 დოლარია. 2024 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 597 ობიექტი იქნა მიღებული, რაც 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2% მოდის თბილისზე, 13.4%- კახეთის რეგიონზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8% - იმერეთის რეგიონზე. ექსპლუატაციაში ყველაზე ნაკლები, 0.8% რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიიღეს.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის