სიახლეები

კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?
სერვის კომპანიების როლი გაიზარდა თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში, რადგან უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული საცხოვრებელი პირობები ყველა მაცხოვრებლის პრიორიტეტია.
სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის. მათი ძირითადი ფუნქციაა შენობის ტექნიკური სისტემებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება. ასეთ კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ მომსახურების ფართო სპექტრი. მათ შორის ფინანსური მენეჯმენტის მიმართულება: ჯარიმების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური საკითხების დამუშავება.
ტექნიკური მომსახურება:
- ელექტრო და წყალმომარაგების სისტემების შემოწმება და რემონტი;
- გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების მოვლა;
- ლიფტებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და აღდგენა.
სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვა:
- საერთო სივრცეების (კიბეებისა, დერეფნების) გაწმენდა;
- სანიტარული პირობების დაცვა (სარეცხი სამუშაოები);
- ვიდეოკონტროლი, უსაფრთხოების სისტემები;
- 24/7 მომსახურება და დაცვის ორგანიზება.
რემონტი და გარე სივრცეების მოვლა:
- ტერიტორიის გამწვანება და ბაღების მოვლა;
- მორწყვა და მცენარეების მოვლა;
- მინის, კედლებისა და იატაკის შეკეთება;
- კაპიტალური რემონტები: სახურავის, მილების, ფანჯრების შეცვლა და ა.შ.
კორპუსის სერვის კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში. მათი ფუნქციონირება და ვალდებულებები პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების კომფორტსა და შენობის გამართულ მუშაობაზე. შესაბამისად, არჩევანი პროფესიონალ სერვის კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხარისხს, წარმოადგენს ყველაზე სწორ ნაბიჯს თითოეული მაცხოვრებლისთვის.
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია