სიახლეები
დიდი თუ პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა. ორივე ვარიანტს, დიდსაც და მცირესაც, თავისი უპირატესობები აქვს და არჩევანი თქვენი საჭიროებების, ცხოვრების სტილისა და ბიუჯეტის მიხედვით უნდა გაკეთდეს. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული ვარიანტის დადებითი მხარეები.
დიდი ბინის უპირატესობები:
1. უფრო მეტი სივრცე, მეტი შესაძლებლობა
დიდი ბინები იდეალურია მათთვის, ვისაც ფართო სივრცე უყვარს. ეს შესაძლებლობას გაძლევთ: ოთახები ინდივიდუალური მიზნებისთვის მოაწყოთ (მაგ: სამუშაო კაბინეტი, ბავშვების ოთახი, გართობის ზონა). ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრები უფრო კომფორტულად შეგიძლიათ დაგეგმოთ.
2. საოჯახო საჭიროებების შესაბამისობა
დიდი ბინა საუკეთესოა მრავალწევრიანი ოჯახისთვის. თითოეულ წევრს აქვს პირადი სივრცე, რაც კომფორტსა და ჰარმონიას უზრუნველყოფს. დიდი ფართის ბინებში ოჯახის წევრებს უფრო მეტი პირადი სივრცე რჩებათ. ყველას თავისი კუთხე აქვს, რაც კომფორტსა და სიმშვიდეს ქმნის.
3. ინტერიერის მრავალფეროვნება
ფართო სივრცე გაძლევთ თავისუფლებას, შექმნათ უნიკალური დიზაინი. ავეჯის შეზღუდვა არ გიწევთ და თქვენი ოცნებების ინტერიერი შეგიძლიათ მოაწყოთ.
4. დიდი ფინანსური მოგების პოტენციალი
დიდი ფართის ბინა მხოლოდ საცხოვრებლად კარგი გადაწყვეტილება არ არის — ის ფინანსური მოგების შესაძლებლობაცაა. დიდი ფართის ბინები უფრო მაღალი მოთხოვნით სარგებლობენ როგორც დაქირავების, ისე შესყიდვის ბაზარზე, რაც ნიშნავს რომ ასეთი ტიპის საცხოვრებლით მოგების მიღება უფრო წარმატებული შეიძლება იყოს.
5. ბუნებრივი სინათლე
ხშირად დიდი ბინები ფანჯრების დიდი რაოდენობითა და ფართით სარგებლობენ, რაც მეტი დღის სინათლის მოხვედრას უზრუნველყოფს და გარემოს სასიამოვნოს ხდის.
მცირე ბინის უპირატესობები
1. ეკონომიურობა და დაბალი ხარჯები
მცირე ბინები უფრო ხელმისაწვდომია როგორც შესაძენად, ისე ყოველდღიური ხარჯების თვალსაზრისით. დაბალი კომუნალური ხარჯები – გათბობა და ენერგომოხმარება ნაკლებ თანხას მოითხოვს. თუმცა ხშირად 1 კვ.მ.-ის ფასი მისი დეფიციტურობიდან გამომდინარე უფრო ძვირია.
2. მარტივი მოვლა
მცირე ბინების დასუფთავება და მოვლა, ისევე როგორც მისი ხარჯები გაცილებით ნაკლებ რესურსსა და ენერგიას საჭიროებს. თუ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელსაც შეზღუდული სივრცე გაძლევთ.
3. მყუდრო და პრაქტიკული გარემო
პატარა ბინები ქმნიან მყუდრო ატმოსფეროს, რაც ხშირად დიდ ბინებში იკარგება. ეს არჩევანი განსაკუთრებით პოპულარულია მინიმალისტურ ცხოვრებაზე ორიენტირებულ ადამიანებს შორის. მარტოხელა ადამიანები ხშირად არჩევანს სწორედ ამგვარ ბინებზე აკეთებენ.
4. მომგებიანი ლოკაცია
მცირე ბინები ხშირად ცენტრალურ უბნებში (მაგალითად მთაწმინდა/სოლოლაკი) ან მნიშვნელოვან წერტილებთან ახლოს მდებარეობს, რაც დროის ეკონომიასა და ცხოვრების სიმარტივეს უზრუნველყოფს.
5. დეფიციტურობა
მცირე ფართები (50 და ნაკლები კვადრატულობა) ბაზარზე დეფიციტურია, ამ ფართის ბინები ბევრი არ არის. მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი რჩება, რის გამოც 1 კვ.მ.-ის ღირებულება უფრო ძვირია, ვიდრე მაღალი ფართის ბინები. ასევე გაქირავების თვალსაზრისით მცირე ბინები საკმაოდ მომგებიანია (განსაკუთრებით სტუდენტებში) და ქირაც შედარებით მაღალია.
შეკვეთილის ახალი სახე
შეკვეთილი, როგორც ზღვისპირა კურორტი, უკვე წლებია მიმზიდველია დამსვენებლებისთვის
საუკეთესო დრო ბინის შეძენისთვის - რა უნდა ვიცოდეთ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე?
ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია თუმცა, მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპი სხვადასხვა რისკებს და სარგებელს შეიცავს
ვინ არის მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
უძრავი ქონების განვითარების სფეროში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას
რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?
პარკინგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში, რომელიც აძლიერებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ფუნქციონალურობას
პატარა ბინა – დიდი კომფორტი
პატარა, კომპაქტური ბინები სულ უფრო პოპულარული ხდება